ავარია დაბა მანგლისთან - გარდაცვლილია ორი ადამიანი, 17 პირი კი დაშავდა

ავარია დაბა მანგლისთან - გარდაცვლილია ორი ადამიანი, 17 პირი კი დაშავდა

კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე, დაბა მანგლისთან ავარია მსხვერპლით დასრულდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, წალკიდან კოდის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. გარდაიცვალა ორი მგზავრი, ხოლო 17 პირი დაშავდა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია