ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

ძიუდოისტები და გულშემატკივრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა, აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - ქევხიშვილის გადადგომა.

"თუ მოვა და დაგველაპარაკება, დაველაპარაკებით, თუმცა რა მოსვლა უნდა ან რა ლაპარაკი, როცა ამდენი ადამიანი ითხოვს მის გადადგომას, უნდა გადადგეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ქევხიშვილმა დატოვოს თანამდებობა", - განაცხადა ლიპარტელიანმა. აქცია 12:00 საათზე ძიუდოს ფედერაციასთან, ბელიაშვილის #5-ში გაიმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი