საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-“ბლექ სი არენას” მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტისთვის თბილისი-“ბლექ სი არენას” მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-“ბლექ სი არენას” მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„19 მაისს, Black Sea Arena-ზე, იტალიელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი (#888-887) მოემსახურება.

დამატებითი რეისის მიხედვით მატარებელი თბილისიდან 14:10 საათზე გავა და Black Sea Arena-სთან მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე ჩამოვა.მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციის - Georgian Railway Tickets საშუალებით შეეძლებათ“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი