ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა

ავარია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია