წიგნი, რომელმაც გამოსვლის შემდეგ წიგნის მაღაზიებთან რიგი დააყენა, კვლავ გაყიდვების ლიდერია

წიგნი, რომელმაც გამოსვლის შემდეგ წიგნის მაღაზიებთან რიგი დააყენა, კვლავ გაყიდვების ლიდერია

ჰოლი სმეილის წიგნების სერიის „გიკი გოგოს“ მესამე ტომი „ყველაფერი, რაც ბრწყინავს“ აპრილის თვის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაშია. „გიკი გოგო“ საინტერესო და უნიკალური წიგნების სერიაა, რომელიც წინა პლანზე ისეთ პრობლემებს წამოწევს, როგორებიცაა: ბულინგი სკოლაში, საკუთარი თავის პოვნა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება გარდატეხის ასაკში.

მთავარი გმირი ჰერიეტი ჩვეულებრივი „გიკია“, რაც წიგნის ჭიას, ე.წ „შკოლნიკს“ ნიშნავს. გიკთან ასოცირდება ადამიანი, რომელიც მთელ დროს მეცადინეობაში ხარჯავს და სოციალური ცხოვრებით არ გამოირჩევა. ჰერიეტს ძალიან მაღალი ინტელექტი აქვს. ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ გიკობა ცუდი სულაც არ არის და ეს ფაქტი ხელს არ უშლის, რომ წარმატებებს, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, მოდის სამყაროშიც კი მიაღწიოს. ავტორი ცდილობს, რომ გვაჩვენოს, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ბოლო წლებში მოცემული პრობლემის მიმართ.

წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ პროექტ „ლიბერთინსის“ ფარგლებში გამოსცა. „ლიბერთინსის“ პროექტის მენეჯერის გიორგი კიკაბიძის განმარტებით, სერიის ეს ნაწილი ყველზე ახლოს მივიდა ქართველი მოზარდების ფსიქოლოგიასთან და განწყობასთან.

„გიკი გოგოს“ მესამე ნაწილმა „ყველაფერი, რაც ბრწყინავს“ ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა ქართველ თინეიჯერებში. ის ყველაზე ახლოს მივიდა ქართველი მოზარდების ფსიქოლოგიასთან და განწყოაბსთან. წიგნში ავტორი წერს იმ პრობლემებზე, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს ნებისმიერ თინეიჯერს. მთავარი თემა არის, თუ რას იფიქრებენ გარშემომყოფები გოგონაზე, როგორ მიიღებს მას საზოგადოება, რა ადგილს დაიკავებს თავის თანატოლებში, როგორი უნდა იყოს ის - როგორიც თავად უნდა, თუ გახდეს ისეთი, როგორიც საზოგადოებას სურს. ამ თემატიკიდან გამომდინარე ქართველმა ახალგაზრდებმა ძალიან ახლოს მიიღეს ეს პერსონაჟი,“ – განმარტავს გიორგი კიკაბიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოლი სმეილი მაისის ბოლოს საქართველოს ეწვევა. წიგნის მიმართ გაზრდილი ინტერესი ამ ფაქტმაც განაპირობა. ქართველი მკითხველი ცდილობს მაქსიმალურად მომზადებული დახვდეს ავტორს და მასთან შეხვედრა, რომელსაც „პალიტრა L“ წიგნის ფესტივალის ფარგლებში მოაწყობს, საინტერესო გახადონ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს