"საქართველოს პრესის ასოციაცია”: დღგ-სგან გათავისუფლებულია მხოლოდ გაზეთის ბეჭდვა-რეალიზაცია და რეკლამის განთავსება

"საქართველოს პრესის ასოციაცია”: დღგ-სგან გათავისუფლებულია მხოლოდ გაზეთის ბეჭდვა-რეალიზაცია და რეკლამის განთავსება

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ზოგიერთი დეპუტატი არაოფიციალურ საუბრებში აღნიშნავს - არსებობს შემთხვევები, როდესაც პრესის წარმომადგენლები იგივე ორგანიზაციის მეშვეობით სხვა ბიზნესს აწარმოებენ და პრესისთვის არსებული საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ" .

ამასთან დაკავშირებით, "საქართველოს პრესის ასოციაცია" განმარტვას - "როგორც ჩანს, ეს საქმეში კარგად ჩაუხედავი ადამიანების კომენტარია, ვინაიდან ამჟამად მოქმედი კოდექსით დღგ-სგან გათავისუფლებულია არა იურიდიული პირი (ორგანიზაცია), რომელიც უშვებს გაზეთს, არამედ თავად გაზეთის ბეჭდვა, რეალიზაცია და მასში რეკლამის გათავსება; ასევე, საგაზეთო ქაღალდის იმპორტი. ანუ, თუ იგივე იურიდიული პირი, რომელიც პრესის გამოცემით არის დაკავებული, აწარმოებს სხვა საქმიანობასაც, ამ საქმიანობის ნაწილში ის სრულად იბეგრება დღგ-ით, ისევე, როგორც ყველა სხვა გადასახადით".

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები