პეკინზე ქვეითად მოსიარულეს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა

პეკინზე ქვეითად მოსიარულეს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა პეკინის ქუჩაზე. ყვითელი სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ "მარშრუტკას" წინ გადაურბინა. შემთხვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ე.წ ბასლეინზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, გაიგეს ძლიერი დამუხრუჭების ხმა და დარტყმა სავარაუოდოდ ძლიერი არ ყოფილა. დაშავებულ ბიჭს პირველადი დახმარება ქვეითად მოსიარულეებმა და სამარშრუტო ტაქსის მგზავრებმა გაუწიეს.

მოქალაქეებმა პატრული და სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო: უკომენტაროდ: კადრები პეკინის ქუჩიდან, სადაც ახალგაზრდა ბიჭს სამარშუტო ტაქსი დაეჯახა

ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-უახლესი მონაცემები

მტკვარში ბავშვი დაიხრჩო - "ჩქარი დინების გამო, წყალში გაუჩინარდა და ვერ ხერხდებოდა ადგილსამყოფელის დადგენა"