თბილისში ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, კვამლით ინტოქსიკაცია კი ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო

თბილისში ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, კვამლით ინტოქსიკაცია კი ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღო

თბილისში, რაჟდენ გვეტაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა 60-70 კვ.მ ფართობი. სალიკვიდაციო სამუშაოებში 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ჩართული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია