რა მდგომარეობაში არიან "კროტით" მოწამლული მოზარდები

რა მდგომარეობაში არიან "კროტით" მოწამლული მოზარდები

მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტით" მოწამვლის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული ორი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშთა საავადმყოფოში განუცხადეს, 5 და 9 წლის ბავშვებს მკურნალობა ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში უტარდებათ. მათ შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდათ. პატარებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი აქვთ დამწვარი.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 5 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 მაისს გვიან ღამით შეიყვანეს, 9 წლის ბიჭი კი 10 მაისს, დღისით.

როგორც ცნობილია, ბავშვებმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება "კროტი" შეჭამეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია