როგორ ვიყიდოთ ბინა 1კვ.მ-ის ფასად?

როგორ ვიყიდოთ ბინა 1კვ.მ-ის ფასად?

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა თბილისში სტაბილურია და არ ნელდება ბუმი, რომელიც წლების წინ დაიწყო. ბინების დიდი ნაწილი შემდგომი ინვესტირების მიზნითაც იყიდება. არ მცირდება მოთხოვნა, თუმცა მეტ-ნაკლებად იცვლება ტენდენციები. თუ რამდენიმე წლის წინ მთავარი მოთხოვნა ცენტრალურ უბნებში ფიქსირდებოდა, ახლა ცენტრის განსაკუთრებული გადატვირთულობის გამო ძირითადმა ტალღამ გარეუბნებში გადაინაცვლა. ერთი რამ კი უცვლელი რჩება - ბინის ყიდვის მსურველები ცდილობენ, მაქსიმალურად მოქნილი და ხელასყრელი პირობებით შეიძინონ სასურველი უძრავი ქონება. სამშენებლო კომპანიებიც სწორედ ამ პირობებით უწევენ ერთმანეთს კონკურენციას, რომელიც საკმაოდ მწვავეა.

ბოლო პერიოდში ბაზარზე ერთი საინტერესო შეთავაზება იქცევს ყურადღებას - ბინის შეძენა 1 კვ.მ ის ფასად. ხელშეკრეულების გაფორმებისას პირველად შენატანი მხოლოდ 1 კვ.მ-ს ღირებულებაა. ეს შეთავაზება ”დელუქს დეველოპმენტს” ეკუთვნის. ამჟამად კომპანია მუშაობს ორ პროექტზე, რომელთაგან ერთი ისანში, მეორე კი დიდ დიღომში მდებარეობს. ეს ნიშნავს, რომ კომპანია მიმდინარე ტენდენციებსაც ითვალისწინებს და მშენებლობას ქალაქის გარეუბნებში აწარმოებს. ”დელუქს დეველოპმენტის” მარკეტინგის მენეჯერის სალომე კენჭოშვილი განმარტებით, დიღმის კომპლექსში შავი კარკასის შემთხვევაში პირველადი შენატანი 1 200 ლარია, თეთრის - 1 300 ლარი. რაც შეეხება ისნის კომპლექსს, აქ ბინის შეძენის შემთხვევაში საწყის ეტაპზე შავი კარკასის შემთხვევაში 1 400 ლარის, თეთრის კი - 1 470 ლარის გადახდა მოგიწევთ.

”ხელშეკრულების გაფორმებისას, ჩვენს მომავალ მობინადრეს მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდა უწევს. შემდეგ კიყოველთვიური შენატანის გადახდა იწყება. მშენებლობის დასრულებამდე ბინის ღირებულების 30% უნდა დაიფაროს. გადახდის გრაფიკიც ინდივიდუალური და მაქსიმალურად მომხმარებელზეა მორგებული. შესაძლებელია, პირველი რამდენიმე თვე უფრო მეტი გადაიხადოს და მერე ნაკლები, ან პირიქით. დარჩენილ 70%-ზე 10 წლამდე განვადება გაკეთდება, ” - განმარტავს კენჭოშვილი.

"დელუქს ისანის“ მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო.საცხოვრებელი კორპუსი 13 სართულისგან შედგება და საცხოვრებელი სივრცის პარალელურად, კომერციულ ფართსაც მოიცავს. კორპუსს 300 კვ.მ. ფართის კეთილმოწყობილი ეზო ექნება. კორპუსის მშენებლობისას გათვალისწინებულია: ენერგოეფექტურობა, თანამედროვე არქიტექტურა და მოსახერხებელი მდებარეობა. ”დელუქს ისანში” მინიმუმ 37 კვ.მ, მაქსიმუმ კი 116 კვ.მ ფართის შეძენაა შესაძლებელი.

”დელუქს დეველოპმენტის” კიდევ ერთი პროექტის ”დიღომი აპარტოტელის” მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ჩაბარების ვადა 2019 წლის დეკემბერი იყო, თუმცა მისი ჩაბარება 1 წლით ადრე 2018 წლის დეკემბერში იგეგმება. საცხოვრებელი კომპლექსი სამი ბლოკისგან შედგება და მოიცავს: გამწვანებულ ეზოს, ბავშვთა გასართობ მოედანს, ველობილიკებს, რეკრეაციულ ზონას. პროექტში გათვალისწინებულია: ფიტნეს დარბაზი, საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი და ესთეტიკური მედიცინის ცენტრი.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის