საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: გამოდი! გამოდი! "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორებმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ ვიდრე მთავრობის წარმომადგენლები შესახვედრად არ მივლენ, საპროტესტო აქცია მანამდე გაგრძელდება. აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

“ჩვენ ხელფასს იმიტომ ვუხდით მთავრობის წევრებს, რომ მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ. მოვიკრიბოთ ძალა და კიდევ დავუძახოთ, რომ გამოვიდნენ. გამოდით! გამოდით! ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს და ველოდებით იმ მოთხოვნებზე პასუხს რაც გავაჟღერეთ”, - განაცხადა წიქარიშვილმა.თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი