დიჯეი პარლამენტთან და მოცეკვავე აქტივისტები - რა ვითარებაა აქციაზე, მას შემდეგ რაც შესვენება გამოცხადდა

დიჯეი პარლამენტთან და მოცეკვავე აქტივისტები - რა ვითარებაა აქციაზე, მას შემდეგ რაც შესვენება გამოცხადდა

პარლამენტის წინ, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე შესვენება გამოცხადდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ სჭირდებათ დრო, რომ დაგეგმონ, როგორ გააგრძელონ აქცია.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ დაამონტაჟეს სპეციალური მუსიკალური მოწყობილობები, რომლის მეშვეობითაც უცხოეთიდან მოწვეული დიჯეები დაუკრავენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პარლამენტის წინ უკრავენ “ლეიბლ გიგლინგის” დიჯეები ვრილი, ათექი და დასტინი, რომლებსაც გუშინ კლუბებში უნდა დაეკრათ. მანამდე აქციის ორგანიზატორებმა თბილისის მერიას მიმართეს, უზრუნველყონ ბიო ტუალეტებისა და ნაგვის ურნების დადგმა, რათა, როგორც მათ აღნიშნეს, არ სურთ ტერიტორიის დაბინძურება.

ნახეთ ვიდეო: პარლამენტთან შეკრებილი ასეულობით ადამიანი ერთად ცეკვავს - კადრები აქციიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი