საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს ავრცელებს. როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, 10:00 საათზე დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები)11:30 საათზე მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან;

12:00 საათზე „ვარდების მოედნიდან“აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყება; პარალელურად, ასევე 12:00 საათზე, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები

„13:00 საათზე ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება „ვარდების მოედნიდან“ მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით, 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი