აქციის ორგანიზატორებმა პრემიერს 22.00 საათამდე მისცეს ვადა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს

აქციის ორგანიზატორებმა პრემიერს 22.00 საათამდე მისცეს ვადა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 22.00 საათამდე მისცეს ვადა, რათა მან პირდაპირ ეთერში დააფიქსიროს პოზიცია გუშინ მომხდარ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კვირიკაშვილმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია იღებს თუ არა ის გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას, ან თუკი ის პასუხისმგებლობას არ იღებს, დაასახელოს ვინ არის პასუხისმგებელი.

აქციის ორგანიზატორები პრემიერ-მინისტრისგან ასევე ითხოვენ გაასაჯაროოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიზისიდან გამოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლით იმუქრებიან.

აქვე ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ორგანიზატორები გააფრთხილეს, რომ მათ კარვების გაშლის საშუალებას ტერიტორიაზე არ მისცემენ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: „პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი