9 აპრილის მემორიალთან რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან და ყვავილები მიაქვთ

9 აპრილის მემორიალთან რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან და ყვავილები მიაქვთ

9 აპრილის მემორიალთან ამ წუთებში რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან და 9 აპრილს გარდაცვლილთა პატივსაცემად ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. იქ მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ეს ადგილი არის ერთ-ერთი წმინდა და არის სიმბოლო სახელმწიფოებრიობის, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა და არავის აქვს უფლება, რომ ის შეურაცხყოს.

შეკრებილი მოქალაქეები ასევე აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ დაუპირისპირდნენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პარლამენტთან აქციას მართავენ და აღნიშნავენ, რომ მათაც აქვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, თუმცა მოუწოდებენ, რომ დაიცვან რიგი ნორმები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, რომელსაც ცოცხალი კედელი აქვს აღმართული, რის გამოც შეკრებილი მოქალაქეები გამოყოფილი არიან იმ ადგილისგან, სადაც 15:00 საათზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია-კონცერტი დაიწყება.

ასევე 15:00 საათზე, რუსთაველზე აქციას აანონსებენ რიგი არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციები. მათ შორის აქციას აანონსებს „ქართული მარშიც“, რომლის წარმომადგენლებიც ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეირკიბებიან. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქციის მოსამზადებელი სამუშაოები და აპარატურის დამონტაჟება. ავტომანქანების გადაადგილება ამ დროისთვის შეზღუდული არ არის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი