„საქართველოს ეროვნული ერთობის“ აქტივისტები პარლამენტთან აღარ მივლენ და აქციას ლონდონის პარკში გამართავენ

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ აქტივისტები პარლამენტთან აღარ მივლენ და აქციას ლონდონის პარკში გამართავენ

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ აქტივისტებმა ჭანტურიას ქუჩა დატოვეს და ლონდონის პარკისკენ მიემართებიან, სადაც აქციას გამართავენ. ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც მსვლელობის მონაწილეებს მიყვებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია თაბუკაშვილისა და ჭანტურიას ქუჩებზე, ასევე მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვორონცოვის მოედანზე. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „საქართველო“ და „დიდება გმირებს“.

„საქართველოს ეროვნულმა ერთობამ“ ე.წ. სამოქალაქო გვარდიის შექმნა დაიწყო. ორგანიზაციის წევრები მასში აწევრიანებენ რიგით მოქალაქეებს. არ ვრცელდება ასაკობრივი და სქესობრივი შეზღუდვა, გარდა მცირეწლოვნებისა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ერთობის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სამოქალაქო გვარდიის მიზანი იქნება შიდა სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი საომარ მოქმედებებში ჩაბმაც.

სამოქალაქო გვარდიაში გაწევრიანების მსურველები საბჭოს ქუჩასთან, ლონდონის ბაღში არიან შეკრებილები და რვეულზე სახელის, გვარისა და ტელეფონის ნომრის დაფიქსირებით ხდებიან გვარდიის წევრები. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდაცველები, რომლებიც უსაფრთხოებას იცავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი