პარლამენტის წინ გზა გადაიკეტა - პოლიციამ კორდონი გააკეთა

პარლამენტის წინ გზა გადაიკეტა - პოლიციამ კორდონი გააკეთა

პოლიციამ პარლამენტთან რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტა. პოლიციის თანამშრომლებმა პირველ სკოლასთან და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან ორივე მხარეს საავტომობილო გზაზე კორდონი გააკეთეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კონტრაქციების მონაწილეები რამდენჯერმე შეეცადნენ პარლამენტის შენობასთან გადასვლას, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ამის გამო სამართლდამცველებმა რამდენიმე პირიც დააკავეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი