"ვინც თავს თვლის ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან"-საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

"ვინც თავს თვლის ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან"-საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობას წარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი