"გულის ერთ ნაწილს ეზიზღება ჩემი შვილი, მეორეს - დედაშვილური დამოკიდებულება აქვს" - აზარტული თამაშებით გაუბედურებული ოჯახის ამბავი...

"გულის ერთ ნაწილს ეზიზღება ჩემი შვილი, მეორეს - დედაშვილური დამოკიდებულება აქვს" - აზარტული თამაშებით გაუბედურებული ოჯახის ამბავი...

"არ ვიცი, როგორ აღვიქვა ჩემი შვილი: როგორც კრიმინალი, თუ როგორც ავადმყოფი..." - ეს ლუდომანი შვილისა და აზარტულ თამაშებთან მებრძოლი დედის ისტორიაა. რესპონდენტის სახელსა და გვარს მისივე თხოვნით არ ვწერთ. არადა, ოდესღაც ის გაზეთის ფურცლებიდან ესაუბრებოდა მკითხველს და ლუდომანიაზე თავად წერდა, ის ჟურნალისტი და მწერალთა კავშირის წევრია. ახლობლებისგან გარიყული შეუერთდა მოძრაობას "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ".

ლუდომანია, უპირველესად, ფინანსურ დანაკარგსა და ვალებს გულისხმობს, თუმცა ჩემი რესპონდენტი ყველაზე მეტად დედაშვილობის დაკარგვაზე წუხს... მას სულ სხვანაირად წარმოედგინა ერთადერთი შვილისთვის მიძღვნილი მარტოხელა ცხოვრება. მინდა მჯეროდეს, რომ 24 წლის ბიჭი დაამარცხებს ამ სენს და გაიმარჯვებს თავისთვის, დედისთვის, ქვეყნისთვის...

"არ ვიცი, ახლა სად არის ჩემი შვილი. მხოლოდ ტელეფონით ვახერხებ მასთან დაკავშირებას. ამბობს, რაიონში ვარო. იქ ახლობლები არ გვყავს და ვისთან არის, სად სძინავს, რას ჭამს, არაფერი ვიცი... აღარაფერი შემრჩა, რომ ჩემი შვილისგან დაზარალებულ უაღრესად კეთილშობილ კაცს დანაკარგი ავუნაზღაურო. ჩემთვის ასტრონომიული თანხა - 20.000 დოლარია ჩვენი ვალი, ჩემი შემოსავალი კი მხოლოდ 90 ლარია. ერთი მოწაფე მყავს და თავშესაფარს ვეძებ, თუმცა, ისიც არ ვიცი, როგორ უნდა დავიძინო საწოლში, ან როგორ უნდა გადავყლაპო ლუკმა, როცა არ ვიცი, სად გაათევს ღამეს ჩემი შვილი. გაორება მკლავს. გულის ერთ ნაწილს ეზიზღება ჩემთვის მიუღებელი წესით მცხოვრები ჩემი შვილი, მეორე ნაწილს კი ისევ დედაშვილური დამოკიდებულება აქვს... ისიც ასეა. ხან ისე დამელაპარაკება, მოკლული გული მინათდება, ხანაც ისე იქცევა, ვინ იცის, უკვე მერამდენედ, უიარაღოდ მკლავს. ჩვენ ონლაინთამაშებმა დაგვღუპა...

ოჯახი ადრე დამენგრა. მაშინ ჩემი შვილი ათი თვის იყო. ყოფილი მეუღლე, აზარტულ თამაშებთან ერთად, ალკოჰოლმა გაიტაცა და ეს გახდა განქორწინების მიზეზი. როცა შვილის მიღწევებით ვხარობდი, სწორედ მაშინ დავიღუპე... ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ეზოში ინტერნეტკაფე გახსნეს. მაშინ სკოლის მოსწავლე იყო, მეხუთეკლასელი. ამ დაწესებულებაში ერთმა შესვლამ კალაპოტიდან ამოაგდო. პირველად შევნიშნე ღამე შფოთვა, ძილში ბოდვა, მერე ჭამა აღარ უნდოდა...

ფსიქოლოგებსაც მივმართე დახმარებისთვის, ნევროლოგებსაც. მათი რეკომენდაცია იყო, გამერიდებინა კომპიუტერისთვის. ლეჩხუმში წავიყვანე ბებია-ბაბუასთან. იქ არ იყო ინტერნეტი და ბავშვიც ისევ ისეთი გამორჩეული გახდა... მონაწილეობდა ოლიმპიადებში, აჯილდოებდნენ სხვადასხვა პრიზით. მეცხრე კლასში იყო, ჩემს მშობლებთან ერთად თბილისში რომ დაბრუნდა".

"ბავშვის გაუბედურებაში ბებია მონაწილეობდა..."

კომპიუტერით და ონლაინთამაშებით გატაცებულს, ბებია-ბაბუა, დედისგან მალულად, ვალებს უხდიდნენ და სჯეროდათ, რომ ეს თამაში ბოლო იყო... "ლუდომანები ცდილობენ, მეტი ადამიანი ჩაითრიონ ჭაობში. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. ერთმა ბიჭმა "აზიარა" თამაშს. რა თქმა უნდა, წააგო. მე დამიმალა, დედაჩემს კი გაუმხილა.

ნათესავებისა და მეზობლისგან გავიგე, რომ დედაჩემი ფულს სესხულობდა და ჩემს შვილს აძლევდა. ოჯახიდან ჩუმად ყიდდა ჭურჭელს, ჭაღებს, თეთრეულს. როცა გავიგე, ძალიან გავბრაზდი დედაზე. ვთხოვდი პასუხს, რატომ მონაწილეობდა ჩემი შვილის გაუბედურებაში. მისი პასუხი ერთი და იგივე იყო - გვერდით ვუდგავარ ჩემს შვილიშვილსო... განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრაზე"

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა