ავტორი:

გაწირა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ძველი მეგობარი სარგსიანი? - ექსპერტები და მედია პუტინი-პაშინიანის გარიგებაზე წერენ

გაწირა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ძველი მეგობარი სარგსიანი? - ექსპერტები და მედია პუტინი-პაშინიანის გარიგებაზე წერენ

ბოლო დღეებია, რუსული-სომხური მედია პუტინ-პაშინიანის გარიგებაზე აქტიურად წერს. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი ნიკოლ პაშინიანს პრემიერად არჩევიდან რამდენიმე დღეში, სოჭში შეხვდა, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ "სომხეთის ხავერდოვანი" რევოლუციის უკან კრემლი იდგა.

"წარმატებებს გისურვებთ მმართველობაში და ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება და გამყარდება, ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა..." - უთხრა პუტინმა სომხეთის ახალ ლიდერს. შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ერევანში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ნეიტრალურ პოზიციაზე. ეს სიტყვები გაიმეორა Роснефти-ს პრეს-მდივანმა მიხეილ ლეონტიევმაც.

"აქციების დღეებში, რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებისგან პაშინიანის კრიტიკა არ ისმოდა, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვებს აღძრავს. რუსეთი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს თითქმის, დუმილით ადევნებდა თვალს და მხოლოდ მწირი შეფასებებით შემოიფარგლა მაშინ, როდესაც საქართველოს "ვარდების რევოლუციასა" და უკრაინის "ევრომაიდანზე" მწვავე რეაქცია ჰქონდა, უკრაინას წაართვა ყირიმი და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ახლაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს..."- წერს bbc.com.

პაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, პუტინი კმაყოფილი იყო. სომხეთის ახალ ლიდერთან ურთიერთობას რეგიონებს შორის კულტურული კავშირების მიმართულებით მომუშავე ვლადიმირ ჩერნოვი უძღვებოდა, რომელიც რუსული მედიის ცნობით, საკმაოდ "პროფესიონალურად და გაუხმაურებლად მუშაობდა".

bbc.com-ის წყაროს ცნობით, კრემლში მუდმივად იღებდნენ ინფორმაციას ერევანში მიმდინარე პროცესების შესახებ, მღელვარება არ ეტყობოდათ.

"რუსულ-სომხურ ურთიერთობებზე ასევე მუშაობდა ФСБ-ს მე-5 სამსახური. ეს თემა, კონკრეტულად, უსაფრთხოების მაღალჩინოსანს რაშიდ ნურგალიევს ებარა, რომელიც გიუმრში რუსეთის ბაზაზე არსებული ვითარების გარშემოც ფლობდა ინფორმაციას" - წერს გამოცემა.

სომეხი ექსპერტების თქმით, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობა კონკრეტული პირების დონეზე მოგვარდა, საუბარია პუტინსა და სერჟ სარგსიანს შორის მომხდარ შეთანხმებაზე.

"შესაბამისად, სარგსიანიც მოიქცა ისე, როგორც მას უბრძანეს"- წერს bbc.com ადგილობრივ ექსპერტებზე დაყრდნობით. მათი ვარაუდით, რუსეთმა სარგსიანისა და მის მომხრეებზე ზეწოლისთვის ისევ მთიანი ყარაბაღის თემა გამოიყენა.

სომეხი პოლიტოლოგის ალექსანდრ ისკანდერიანის თქმით, პუტინსა და სარგსიანს შორის, მუდმივი კონტაქტი იყო.

"როგორც ჩანს, რუსეთის ლიდერმა ძველი ფავორიტი, მისი დაბალი რეიტინგის გამო, არასაიმედო ფიგურად აღიქვა და სასწრაფოდ წავიდა ახალ პერსონასთან მოლაპარაკებებზე, ისე, რომ სარგსიანს არავითარ გარანტიებს არ დაპირდნენ" - წერს ისკანდერიანი.

სომეხი პოლიტოლოგების მოსაზრებით, რუსეთსა და სომხეთს შორის, ურთიერთობის დალაგებისა და განვითარების ახალ ეტაპს საფუძვლად უდევს რუსული ბიზნესი სომხეთში, რომელიც ლამის საუკუნეს ითვლის.

პოლიტოლოგ სამველ ალექსიანის შეფასებით, ადგილობრივი სომეხი ბიზნესმენები, რომლებსაც რუსეთთან უწყვეტი ბიზნეს-კავშირები ჰქონდათ, სარგსიანის კონტროლის ქვეშ იყვნენ. მაგალითად, შაქრის, ზეითუნის ზეთისა და კარაქის ბიზნესი, რომელიც მიგრან პოღოსიანის სფეროა, Кетрин групп-ის მიერ კონტროლირდება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ბანანის იმპორტის მონოპოლიასაც ეწევა.

პოღოსიანის ბიზნესი რუსეთიდან იღებს სათავეს. ის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელია, ამასთან მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი და მუდმივად უარყოფდა, რომ ბიზნესთან რამე კავშირი ჰქონდა, თუმცა, მისი გავლენების შესახებ ერევანში ყველამ იცის.

საქმე ის არის, რომ სარგსიანის წინააღდეგ სწორედ ის რუსი ბიზნესმები განეწყვნენ, ვინც სომხეთში წლებია ბიზნესს აწარმოებს. ბოლო დროს ისინი მმართველობის მიმართ პროტესტის გამოხატვას არ ერიდებოდნენ და სარგსიანს კორუფციულ მმართველსაც უწოდებდნენ. მაგალითად, კომპანია Ташир -ს პრეზიდენტი სამველ კარაპეტიანი, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტოდილერი Авилон -ს მფლობელი კამო ავაგუმიანი ბოლო დროს სარგსიანს ძალიან მწვავედ აკრიტიკებდნენ.

ამასთან, მას არც მოსკოვში მცხოვრებმა სომეხმა მილიარდელებმა დაუჭირეს მხარი, რადგან "იგრძნეს, რომ მისი პოლიტიკური დასასრული ახლოვდებოდა და ხალხი მეტს აღარ მოითმენდა..." - წერს იკსანდერიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ სარგსიანი ყველანაირი გარანტიების, რეზიდენციისა და რეგულარული შემოსავლის გარეშე დატოვეს.

"პუტინის ძველი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირე, რატომღაც ძალიან მარტივად გაწირეს. ეტყობა, უკრაინის გამოცდილებიდან გამომდინარე, კრემლში გაითვალისწინეს, რომ მისი მხარდაჭერა და გამართლება შეცდომა იქნებოდა, თუმცა, ასეთ გაწირვასაც არავინ ელოდა... ის თითქოს მოისროლეს"- ამბობს ისკანდერიანი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე