ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდოისტები ბოიკოტს ვაგრძელებთ

ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდოისტები ბოიკოტს ვაგრძელებთ

საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტების მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის თაობაზე, ძალაშია. როგორც ლიპარტელიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე გრძელდება ბოიკოტი და ძიუდოისტები არ ვარჯიშობენ.

„ბოიკოტს ვაგრძელებთ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას მოვითხოვთ და ჩვენ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ კომპეტენტური პირები - კომისია იქნება ეს, სპორტის სამინისტრო, სპორტის კომიტეტი თუ სხვა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი ორ კვირაზე მეტია ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს, ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ