"ვიდეოებით უნდა ვაჩვენოთ ბავშვებს, როგორი პიროვნული დეგრადაციაა ეს" - ირმა სოხაძე ნარკომომხმარებლებზე

"ვიდეოებით უნდა ვაჩვენოთ ბავშვებს, როგორი პიროვნული დეგრადაციაა ეს" - ირმა სოხაძე ნარკომომხმარებლებზე

"ნარკომანი ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს, თუმცა უმკაცრესად უნდა ისჯებოდნენ ნარკოტიკის გამსაღებლები" - ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, თავად დეკრიმინალიაციის მომხრეა, მაგრამ არა - ლეგალიზაციის.

"რაც მთავარია, სკოლებში პრევენციულ პროგრამას გავაკეთებდი, რომ ბავშვებს ვაჩვენოთ ვიდეოებით, რა ტრაგედიაა, როგორი უბედურებაა, როგორი პიროვნული დეგრადაციაა... არ მიწყენენ ალბათ, ვინც ამ მდგომარეობაშია. თუმცა ასეა ეს.. მე იმასაც ვერ ვეთანხმები, რომ რომელიღაც ნარკოტიკი საშიშია და რომელიღაც - არა. იქ არ არის ზღვარი.. ეს ძალიან ფაქიზი და ფრთხილი თემაა. დღეს როგორც ვუყურებ, თითქოს ეს თემა არაფერი არ არის. აქეთ "გირჩია", იქით ვიღაც სხვა... ზოგი იმასაც ამბობს, რომ მარიხუანა სასარგებლოც ყოფილა. სისულელეა... ბავშვებს უნდა ვაჩვენოთ, სადამდე მიდის ადამიანი, რომელიც ამ გზას ადგება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც ნარკომანია ყველა ციხეში უნდა წავიდეს. დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ და ალბათ ლიბერალიზაციის, მაგრამ არა ლეგალიზაციის" - ამბობს ირმა სოხაძე.

ნახეთ ვიდეო: სიკვდილით არა, მაგრამ საჭიროა გამსაღებლების უმკაცრესი დასჯა - ირმა სოხაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ