საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელი ყველაზე დიდი სკოლათა ქსელი - ბრიტანული ცენტრი 15 წლის ხდება

საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელი ყველაზე დიდი სკოლათა ქსელი - ბრიტანული ცენტრი 15 წლის ხდება

პიველად საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის უნიკალური მეთოდი 15 წლის წინ დაინერგა. სწორედ ბრიტანულმა ცენტრმა საქართველოში პირველად დაიწყო "ქალანის მეთოდით” სწავლება და ამით ენის შესწავლის სფეროში სრული გარდატეხა მოახდინა

ბრიტანული ცეტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის, დაკო ლომიძის გამარტებით, ქალანის მეთოდი ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და ამავდროულად სწრაფ გზას გვთავაზობს.

- დაკო, გილოცავთ 15 წლის იუბილეს; თუ შეგიძლიათ ორიოდე სიტყვით გვიამბოთ ბრიტანული ცენტრის შესახებ.

- უღრმესი მადლობა, მოგესალმებით და მივესალმები თქვენს მკითხველს. ჩემთვის ყოველთვის საამაყოა ბრიტანული ცენტრის შესახებ საუბარი:

2003 წელს როდესაც ჩვენმა დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს საქართველოში ქალანის მეთოდი შემოეტანათ, თბილისში ვირსალაძის 5-ში საგულდაგულოდ მოაწყვეს სამი აუდიტორიითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი და სპეციალურად გადამზადებულ პედაგოგებთან ერთად დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ საქმიანობას. ვინაიდან ქალანის მეთოდის ეფექტურობა ლონდონის ქალანის სკოლაში საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოცდილი ამ საქმიანობის დაწყების ენთუზიაზმი მართლაც დიდი იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისათვის მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული მსახიობის მონაწილეობით გადაიღეს სარეკლამო რგოლი, რომელიც საკმაოდ პოპულარულ ტელეარხზე გაუშვეს და გამოაცხადეს კურსებზე მიღება, გამოხმაურება არ მოჰყვა.

შემდგომი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაშინ ინგლისური ენის შესწავლა ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე პოპულარული იყო.

უზარმაზარი რესურსები დაიხარჯა, როგორც ბრიტანული ცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისათვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში ინგლისური ენის ცოდნა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ კუთხით ყველაზე მეტად შედეგით კმაყოფილმა მსმენელებმა გაამართლა, რომლებიც თავიანთ მეგობრებში ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი ეფექტურია ქალანის მეთოდით უცხო ენის შესწავლა. მარკეტინგში ამასს WOM იგივე WORD OF MOUTH ეწოდება (პროდუქტის შესახებ ინფორმაციის რეკომენდაციის გზით გავრცელება). სწორედ თითოეული მსმენელის შედეგზე მაქსიმალური ორიენტაციით ბრიტანულმა ცენტრმა შეძლო, რომ დღესდღეობით მთელს ამიერკავკასიაში ინგლისური ენის შემსწავლელ ყველაზე დიდ სკოლათა ქსელს წარმოადგენს და ფილიალები აქვს, როგორც თბილისის 8 უბანში, ასევე ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. ბრიტანული ცენტრი 2013 წლიდან საქართველოში ქალანის მეთოდის ექკლუზიური გამოყენების უფლებას ფლობს.

- რითია ასეთი განსხვავებული ქალანის მეთოდი სხვა მეთოდებისგან, რომ მას უნიკალურს უწოდებთ და ამ მეთოდით სწავლების გარდა სხვა რა მიმართულებებით მუშაობს ბრიტანული ცენტრი?

- ინგლისურ ენას ამ მეთოდით იტალიის ერთ-ერთ ქალაქში თვითონ ასწავლიდა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რეფლექსებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, რომელიც ცეცხლოვანი სისწრაფის კითხვა პასუხის შედეგად მსმენელს სრულიად დაუჯერებელ დროში აწყებინებს ინგლისურ ენაზე მეტყველებას. დიახ მეტყველებას, მეტყველება არის ენობრივი უნარების ის კომპონენტი, რომელიც ყველაზე მეტად უჭირს ადამიანს უცხო ენის შესწავლისას. ამ მეთოდში გვხვდება ერთი შეხედვით ისეთი მარტივი მიდგომები, როგორც ბავშვი რომ იწყებს თავისი მშობლიური ენის სწავლას, ყოველგვარი ზედმეტი წესებისა და საშინაო დავალებების გარეშე.

"ქალანის მეთოდი - ინგლისური მეოთხედ დროში" - ასე დაარქვა ბატონმა რობინ ქალანმა მის შექმნილ მეთოდს და დღესდღეობითაც ინგლისის ქალანის ორგანიზაცია გარანტრებულ შედეგს 4-ჯერ უფრო სწრაფად სხვა მეთოდებისგან განსხვავებით სთავაზობს ნებისმიერ მსურველს.

2012-2103 წლებში მეთოდმა განიცადა განახლება, რაც გულისხმობს მეთოდში მხოლოდ თანამედროვე ლექსიკონისა და ტერმინოლოგიის შემოტანას და არა თვით სწავლების სტრუქტურის შეცვლას. ასევე გამოიცა კურსი - ქალანი ბიზნესისთვის, რომელიც განკუთვნილია საქმიან სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, ვინც ინგლისურ ენას გარკვეულ დონეზე ფლობს. სწორედ ამით და სხვა ბევრი ნიუანსით არის ეს მეთოდი უნიკალური. სლოგანი ასე ჟღერს - სწრაფი, ადვილი და ხელმისაწვდომი. თუ რატომ არის ხელმისაწვდომი, ადვილი მისახვედრია: როდესაც საბოლოო შედეგამდე მისვლა 4-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, შესაბამისად, მთლიანი კურსი მსმენელს უფრო იაფიც უჯდება და რაც მთავარია, სასურველ შედეგს სასიამოვნო პროცესის გავლით აღწევს.

ღაც შეეხება ქალანის მეთოდის სწავლების გარდა ბრიტანული ცენტრის საქმიანობის სხვა მიმართულებებს, ამაზე საუბრისთვის უამრავი დრო დაგვჭირდებოდა, თუმცა ძალიან მოკლედ ვახსენებ:

ბრიტანული ცენტრის მიერ 2012 წელს დაფუძნებულ ზოგასაგანმანათლებლო კერძო სკოლას – წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა:www.stnschool.ge

ბრიტანული ცენტრის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ ოლიმპიადას, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ემსახურება სტუდენტ ახალგაზრდებში ინგლისური ენის პოპულარიზაციას: www.bcchallenge.ge

უკვე რამდენიმე წელია, ბრიტანული ცენტრის ორგანიზებით ხდება მსურველების გაგზავნა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში ენის კურსებზე. ამ მიმართულებით ბრიტანულ ცენტრს გააჩნია ისეთი ძლიერი ორგანიზაციის ავტორიზაცია, როგორიცაა "ქუოლითი ინგლიში" www.bcgateway.ge

და ყველაზე მეტად მსურს გამოვყო ინგლისური ენის შესწავლის საბავშვო მეთოდი super minds, ეს არის კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი მეთოდი, რომელიც 5-12 წლის ასაკის ბავშვებს ინგლისურ ენას შეასწავლის ინტერაქტიულ, ძალზედ სახალისო და სასიამოვნო გარემოში. გამომდინარე იქიდან, რომ სწავლების უახლეს მეთოდს წარმოადგენს, პროგრამა დაფუძნებულია სასწავლო პროცესში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს 21-ე საუკუნის ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. პროგრამით გათვალისწინებული შემეცნებითი თამაშების ნაწილი ატვირთული გვაქვს საბავშვო ვებ-გვერდზე www.superkids.ge.

სულ ახლახან გავხსენით ახალი ფილიალი სპეციალურად ბავშვებისთვის ვაჟა-ფშაველას და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე მეტრო უნივერსიტეტის ამოსასვლელთან ტელ.: 2182848.

ძალიან დიდი ძალისხმევას ვდებთ ამ მიმართულებით, გვსურს მომავალ თაობას ძალზედ გამოადგება ის ცოდნა, რომელსაც ჩვენთან იღებენ და 15 წლის შემდეგ 30 წლის იუბილეზე ისეთივე მადლიერები იქნებიან, როგორც დღეს აქ ბრიტანული ცენტრის 15 წლის იუბილეზე ვხვდებით ჩვენს პირველ მოსწავლეებს.

ყველა ჩვენს კოლეგას, ყველა ჩვენს მსმენელს, როგორც ყოფილს ასევე ამჟამინდელს ვულოცავ დღევანდელ დღეს! ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ იმ საქმით, რასაც ვაკეთებთ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი