ვინ არიან მებაჟე-ოფიცრები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ვინ არიან მებაჟე-ოფიცრები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ის მებაჟე-ოფიცრები დააჯილდოვა, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის არაერთი ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას დაჯილდოებული მებაჟე-ოფიცრების შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"გვსურს, გაგაცნოთ ჩვენი მებაჟე ოფიცრები, რომლებიც ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობენ და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას.

მათ წლის დასაწყისიდან ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე გამოვლენილი პროფესიონალიზმის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის არაერთი ფაქტი აღკვეთეს, ამოღებულია: 1500 აბი ნარკოტიკული ნივთიერება SUBOXENE, 615 გრამი ჰეროინი, 1 კგ. კოკაინი, 3,8 კგ. ოპიუმი, 99 აბი მეტადონი და 71,75 გრამი მეტამფეტამინი" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა მინისტრის მიერ დაჯილდოვდნენ: უფროსი მებაჟე-ოფიცერი მარინე კუდუხაშვილი, მთავარი მებაჟე ოფიცერი ხათუნა კვირიკაშვილი, მთავარი მებაჟე-ოფიცერი ზაზა რაზმაძე, ცვლის უფროსი ირაკლი შავაძე, მებაჟე ოფიცერი თამარ სურმანიძე, ცვლის უფროსი თეიმურაზ წიკლაური, მებაჟე ოფიცერი ვანო კაჭკაჭიშვილი, მებაჟე ოფიცერი გიორგი ოქრომელიძე, მთავარი მებაჟე-ოფიცერი გიორგი წულუკიძე და ცვლის უფროსი დავით მიროტაძე.

"გეფიცებით, რაც "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში აღარ არის, უფრო მეტად მოქმედებს ნერვებსა და ფსიქიკაზე..." - გოგი ჭიჭინაძე

"ბავშვი დამოუკიდებლად ვერ დადის, ხელით ვატარებ" - მამა, რომელიც შვილებს მარტო ზრდის და მცირე ოჯახური ბიზნესით შშმ პირებს ეხმარება

წინასაახალწლოდ ბილაინის აბონენტები სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ