რა ხდება სამებაში - ტაძარში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ

რა ხდება სამებაში - ტაძარში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. მსვლელობის მონაწილეებმა სამების ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს. ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში პარაკლისს აღავლენს.

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს „ვარდების მოედანზე“ შეკრებილი მრევლი და სასულიერო პირები შეუერთდნენ და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლეს. ქაშვეთის ტაძართან ისინი სასულიერო პირებმა დალოცეს. ამის შემდეგ, მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო.

როგორც მეუფე შიომ განაცხადა, დღევანდელ მსვლელობაზე თითქმის ყველა ეპარქიის წარმომადგენელი იმყოფება.

"მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცეთ და მათ სამების ტაძარში გადაეცემათ სიგელები. ჩვენთვის ოჯახის სიწმინდე არის მთავარი ღირებულება და ასეა არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ტრადიციული რელიგიებისთვის, რადგან როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, შექმნა ოჯახად. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახი არის ინსტიტუტი, ოჯახი ინსტიტუტი არ არის, ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ყოფიერების ფორმა", - განაცხადა მეუფე შიომ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი