"ერთი მომწონს... ადრე, უბრალოდ ვმეგობრობდით" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება და რა სიახლეა მის პირადში

"ერთი მომწონს... ადრე, უბრალოდ ვმეგობრობდით" - როგორია ცუცა კაპანაძის ამერიკული ცხოვრება და რა სიახლეა მის პირადში

მსახიობი ცუცა კაპანაძე აშშ-ში კომპანია "დენსინგ ქრეინთან" ("მოცეკვავე წერო") არსებულ, ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრში მუშაობს. ის გენერალური მენეჯერი და ქართული სკოლის ხელმძღვანელია; ასევე, საბავშვო (4-დან 10 წლამდე) თეატრის ხელმძღვანელი და ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი გახლავთ.

როგორც ცუცა ამბობს: ქართველი პედაგოგები ბავშვებს ხელოვნების სხვადასხვა სახეობასა და თეორიულ საგნებს ასწავლიან, ისინი აქ ჭეშმარიტი ქართველები იზრდებიან, ქართულ კულტურასა და ხელოვნებას ეზიარებიან. 17 მარტს ჩვენი ცენტრის 22 წლის იუბილე გვქონდა. იგი ამერიკელმა დააარსა, რომელსაც ქართული კულტურა ძალიან უყვარს და სწორედ მან გადაგვარჩინა აქ ქართველი ხელოვანები, რომ სულიერად არ გავტყდით. ერთი დიდი ლამაზი ოჯახი ვართ, არაერთი წარმატებული ხელოვანი აღვზარდეთ. ჩვენთან უკრაინელი, რუსი, ჩინელი ბავშვებიც დადიან, შერეული ოჯახების შვილები.

ნიუ-იორკის ქართული თეატრი...

- ჩემთვის მეორე სახლია, რომელმაც სამშობლოსგან შორს მყოფი გადამარჩინა. როცა მე აქ ჩამოვედი, საქართველოში, ფაქტობრივად, სამსახური არ მქონდა. თეატრში ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა, სატელევიზიო პროექტები კი გაჩერდა. მეგობრებმა მითხრეს, შანსი გაქვს, მწვანე ბარათი მიიღო და აშშ-ის მოქალაქე გახდე, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვაო და მეც დავუჯერე. ჩამოსვლიდან ექვს თვეში მწვანე ბარათი მივიღე. ასე "გადავრჩი" მეც და ჩემიანებსაც დავეხმარე.

"პა-სეანსი"...

- სხვათა შორის, 13 აპრილს "პა-სეანსი" 26 წლის გახდა. სიცილი საუკეთესო მკურნალია, ეს მეცნიერებმა დაამტკიცეს და "პა-სეანსი" ზუსტად სიცილთან ასოცირდება. 90-იანი წლების პირველი იუმორისტული გადაცემა იყო მსახიობების მონაწილეობით, რომელმაც მაყურებელს ის მძიმე პერიოდი გადაატანინა. ოთხშაბათ დღეს ყველა ელოდა. სიმართლე გითხრა, ის დრო ძალიან მენატრება. რთული, მაგრამ ყველაზე კარგი პერიოდი იყო, ადამიანებს შორის თბილი დამოკიდებულება იგრძნობოდა, ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ, მეგობრებსა და მეზობლებს შორის შური არ იყო. ახლა ყველაფერი შეიცვალა. გაოცებული ვარ, ამდენი ბოღმა საიდან აქვთ? ინტერნეტში ერთმანეთს მიწასთან ასწორებენ...

თეთრი ბაფთა თმაზე...

- რა თქმა უნდა, "მერვეკლასელთან" ასოცირდება. ასევე, სკოლასთან: ჩანთა, თეთრი წინსაფარი, შავი ფორმა, რომელსაც ჩვენ, საბჭოთა ბავშვები ვატარებდით. ფრიადოსნობით ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ ძალიან აქტიური ვიყავი სიმღერაში, ცეკვაში, იუმორში. ცხონებული მამაჩემი სულ მაშაყირებდა, გავლა-გამოვლაში, ფიზკულტურასა და ხატვაში ხუთები გიწერია, დანარჩენი რავა შენსავით არეული ნიშნები გყავსო (იცინის). ბავშვობა საოცარი იყო, ბევრი კარგი მოგონება მაქვს. ბიჭებთან ერთად ლახტს, "გრძელ ვირს" ვთამაშობდი - მეათე კლასის გოგონები და ბიჭები ერთმანეთს ახტებოდნენ ზურგზე. ახლა რომ ეს ქნან, წარმოგიდგენია, რა მოხდება (იცინის). სხვა ურთიერთობა, სხვანაირი მეგობრობა იყო...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ