მწერალი, რომლის წიგნმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს კითხვა შეაყვარა, მალე ქართველ მკითხველს შეხვდება

მწერალი, რომლის წიგნმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს კითხვა შეაყვარა, მალე ქართველ მკითხველს შეხვდება

„გიკი გოგო“ - ეს ის წიგნია, რომელმაც მსოფლიოს უამრავ თინეიჯერს შეაყვარა კითხვა. საყვარელი წიგნის მოლოდინში რამდენჯერმე დააყენა რიგი თბილისის წიგნის მაღაზიებთან. ბრიტანელი მწერლის თანამედროვე ბესტსელერი „გიკი გოგო“ 21-ე საუკუნის პრობლემებზე მოგვითხრობს. საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე თინეიჯერებს გარესამყაროსთან, მშობლებთან ურთიერთობაში აწუხებთ. "გიკი გოგოს“ ექვსტომეული ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიც არის ბულინგი სკოლაში, საკუთარი თავის პოვნა და დამკვიდრება საზოგადოებაში.

ჰოლი სმეილმა პირველი ნაწარმოები 2013 წელს დაწერა, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოყვა მოზარდების მხრიდან. მალე „გიკი გოგო“ ბრიტანეთის #1 ბესტსელერი გახდა. ავტორი და მისი გამომცემელი HarperCollins უამრავ წერილს იღებდა მოზარდებისგან, რომლებიც წერდნენ, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ მათი ცხოვრება შეიცვალა. ნელ-ნელა ისწავლეს ურთიერთობები და საკითხებს განსხვავებულად შეხედეს. ბრიტანეთში მოპოვებული აღიარების შემდეგ წიგნი მალე მსოფლიო ბესტსელერადაც იქცა. გაიყიდა მისი მილიონობით ეგზემპლარი. ითარგმნა 23 ენაზე. ჰოლის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, რომელთა შორის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილდოები.

ავტორი პროფესიით ლიტერატურათმცოდნე, შექსპირის მკვლევარია. მისი საყვარელი ნაწარმოებია პოემა „ვენერა და ადონისე“;

The Guardian-ის შეფასებით "გიკი გოგო“ საოცარი წიგნია 15 წლის გოგონაზე, რომელიც "გიკობიდან“ სრულიად სხვა ადამიანად იქცა. ასევე წერს, რომ ეს წიგნი ყველა "გიკმა“,ე.ი. „ათოსანმა“ უნდა წაიკითხოს.

„რამდენიმე ჯილდოს მფლობელი და ნომერ პირველი ბესტსელერის "გიკი გოგოს“ სერიის ავტორი ჰოლი სმეილი“ - ასე ახასიათებს წიგნის ავტორს Goodreads. თვითონ ავტორი კი აღნიშნავს: „წიგნი მხოლოდ ერთ რამეზეა, რაც არ უნდა მოხდეს, უნდა იყო ისეთი, როგორიც ხარ“.

31 მაისს საქართველოს "წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში“ საქართველოს სწორედ ამ შესანიშნავი წიგნების კრებულის ავტორი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა და 1 კვირის განმავლობაში დარჩება. გულშემატკივრებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ მას, დაუსვან კითხვები და მიიღონ ავტოგრაფები.

ჰოლი სმეილი საქართველოში გამომცემლობა პალიტრა L-ს მოწვევითა და "გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით ჩამოდის.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს