თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ცხოველებზე ზრუნვას, არამედ იმას, რომ ცხოველების კვებაში მეტი ადამიანი ჩაერთვება.

კალაძის ინფორმაციით, აპარატების მოვლა-პატრონობას ცხოველთა სააგენტო განახორციელებს.

"მინდა შევეხო ერთ საინტერესო პროექტს. ჩვენ რამდენიმე თვის წინ წამოვიწყეთ ახალი პროექტი და შევქმენით პლატფორმა, სადაც მოსახლეობას მივეცით შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი იდეები, ხედვები და პროექტები, თუ რისი განხორციელება შეიძლება ქალაქში. პროექტის სახელწოდებაა "შენი იდეა ქალაქის მერს" და აქტიურობა ძალიან დიდია. უკვე 10 იდეა არის შემოსული, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. 2 პროექტზე მინდა მოგახსენოთ, რომლებიც განხორციელდება, ერთი არის ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ ამ იდეის განხორციელებას და დედაქალაქში რამდენიმე ასეთი აპარატი დამონტაჟდება. ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა მერმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი