”ლიბერთინსის” დაბადების დღე - გრანდიოზული წვეულება განსაკუთრებული სტუმრით

”ლიბერთინსის” დაბადების დღე - გრანდიოზული წვეულება განსაკუთრებული სტუმრით

თინეიჯერული წიგნების ყველაზე წარმატებული პროექტი „ლიბერთინსი“ 4 წლის ხდება! ტრადიციულად დაბადების დღე თბილისის წიგნის ფესტივალზე აღინიშნება. 3 ივნისს ლიბერთინსის გრანდიოზული წვეულება, კარნავალი ექპო ჯორჯიას ეზოში მოეწყობა. ღონისძიებაზე დაუკრავს ჯგუფი ”არა”, რომელიც ყველასთვის საყვარელ სიმღერებთან ერთად "ლიბერთინსის" ჰიმნსაც შეასრულებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწერა და თინეიჯერებს შორის ძალიან პოპულარული გახდა. წვეულება გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე აქამდე ყოფილა.

დაბადების დღეზე გამოვლინდებიან „ლიბერთინსის“ გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები და გადაეცემათ სუპერპრიზები: 2 კაციანი საგზური ბარსელონაში Beyonce & Jay Z -ს კონცერტზე; Iphone X; Marshall-ის დინამიკი და 2 სკეიტბორდი. აღსანიშნავია, რომ გათამაშებას მსოფლიო ბესტსელერის „გიკი გოგოს" ავტორი ჰოლი სმეილიც დაესწრება. მწერალი უშუალო მონაწილეობას მიიღებს გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში.

კარნავალზე საუკეთესო კოტიუმების ავტორები "ლიბერთინსის" წიგნებით დაჯილდოვდებიან. საღამოს კი დიჯეი დაასრულებს.

რაც შეეხება ჰოლი სმეილის საქართველოში ვიზიტს, ამ დღეს ახალგაზრდები მოუთმენლად ელოდნენ. ლეგენდარული ექვსტომეულის ”გიკი გოგოს” ავტორი Waterstones Children's Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილდოების მფლობელია. ეს არის ავტორი, რომლის წიგნმაც საქართველოში წიგნის მაღაზიასთან პირველად დაააყენა ახალგაზრდა მკითხველის რიგები.

ქართველი თინეიჯერები მათი ერთ-ერთ რჩეული მწერლის ჰოლი სმეილის დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან. ავტორი საქართველოს წიგნის ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა. 31 მაისს, 14: 00 საათზე (თბილისი, წერეთლის 116, მე-11 პავილიონი) გამართავს შეხვედრას ქართველ მკითხველთან.

1 ივნისს, 19:00 საათზე კი მორიგი შეხვედრა ”ბიბლუსი გალერეაში” (კანდელაკის #7) გაიმართება, სადაც ჰოლი სმეილი თავის წიგნსა და ზოგადად შემოქმედებაზე ისაუბრებს. გარდა ამისა, უპასუხებს შეკითხვებს და დაარიგებს ავტოგრაფებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ოფიციალურად წარადგენს გიკი გოგოს მეხუთე ნაწილს – „თავდაყირას“. წიგნი სპეციალურად ფესტივალისთვის გამოიცემა და ჰოლი სმეილის ერთგული ფანებისთვის დიდი სურპრიზია.

ჰოლი სმეილის 6 ტომეული გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” სერიის ”ლიბერთინსის” ფარგლებში გამოიცემა. 3 ივნისს კი ”ლიბერთინსი” 4 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ღონისძიების ბმული

https://www.facebook.com/events/1942942889072061/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს