ავტორი:

როგორ ღვინოს სვამდა ვაჟა-ფშაველა და რატომ არ უყვარდა მას გრძელი სადღეგრძელოები

როგორ ღვინოს სვამდა ვაჟა-ფშაველა და რატომ არ უყვარდა მას გრძელი სადღეგრძელოები

როდესაც ქართველ დიდ მწერლებსა და მათ ბიოგრაფიაზე საუბრობენ, ძალიან იშვიათად იხსენებენ მათ სუფრებსა და ღვინოსთან დამოკიდებულებას... ამის მიზეზი, ცხადია, საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებში უნდა ვეძებოთ, როდესაც ე.წ. ერის მამების წარმოჩენა მხოლოდ ზეაღმატებული კუთხით ხდებოდა და ამ მოღვაწეების ადამიანური, უბრალო მხარეები იკარგებოდა.

მაგალითად, თითქმის ვერც ერთ წიგნში ვერ ვნახავთ ვაჟა-ფშაველას ღვინოსადმი და სუფრისადმი დამოკიდებულებას და ეს მაშინ, როდესაც ვაჟა ისევე, როგორც სხვა ბევრი ქართველი მოღვაწე, ამ ყველაფრის დიდი მოყვარული და პატივისმცემელი იყო.

როგორც მისი თანამედროვენი იხსენებენ, ვაჟას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარდა, ისევე, როგორც ღვინო, თუმცა, ზომაც იცოდა - შეზარხოშდებოდა თუ არა, წვეთსაც აღარ აკარებდა პირს. ამაში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა მტკიცე ნებისყოფა. რასაც იტყოდა, ის უნდა აესრულებინა. თქვა, აღარ მოვწევ თამბაქოსო და, მას შემდეგ აღარც მოუწევია. ერთი ჩვეულება ჰქონდა ვაჟა-ფშაველას: ის არასდროს არ მიაჭახუნებდა ჭიქას ჭიქაზე, როგორც სადღეგრძელოების თქმისას არის ჩვენში მიღებული. ამბობდა, ეს ჩვეულება ჩვენი არ არისო.

როგორც ცნობილია, ვაჟა-ფშაველას გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებიც არ უყვარდა. სადღეგრძელოს ამბობდა მოკლედ, გასაგებად და ხშირად თქმის დროს პატარა ლექსებსაც გამოურევდა ხოლმე. საჭმელებს შორის ყველაზე მეტად რა გასაკვირია, რომ ხინკალი ჰყვარებია და ამ კერძს თვითონაც ხშირად ამზადებდა. მთაში გაზრდილს, არ უყვარდა ჩაის სმა და, კიდევ, დათრობის შემდეგ ბალიშზე თავის დადება. ამბობდა, ცოდვაა ბალიშზე თავის დადება, – თავი დაიკარგება შიგო. ამიტომ, თვითონ მუთაქას ხმარობდა. წაიკითხეთ ვრცლად