წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი ერთდროულად 6 ადგილზე გაიმართა - ფოტოები სანახაობიდან

წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი ერთდროულად 6 ადგილზე გაიმართა - ფოტოები სანახაობიდან

საქართველოს მასშტაბით, ერდროულად 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.

თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე, ერთი საჯარისო ნაწილი წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებითა და აღჭურვილობით, რომელიც მკვლევარების დახმარებით აღდგა.

ნახეთ: LIVE: დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე - სამხედრო ფიცის დადების ცერემონია

თბილისში, ფიცის დადების ცერემონია ლიტვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდა ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიას გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესწრებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი