აქციის "ნუ მოკლავ" მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - რა ვითარებაა პარლამენტთან

აქციის "ნუ მოკლავ" მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - რა ვითარებაა პარლამენტთან

აქციის „ნუ მოკლავ“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობა გაიზარდა, აქციის ორგანიზატორებმა საპატრულო პოლიციას სთხოვეს, მათთვის სივრცე დაეთმოთ, შემდეგ კი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა გზის ორივე მხარეს გაჩერებულია.

საპროტესტო აქცია უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ აქციაზე, რომლის ინიციატორი მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეა, იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის "ქართული მარშიდან", „თეთრი ხმაურის მოძრაობიდან“. ასევე აქციაზე რჩებიან ძიუდოისტები, რომლებმაც დღეს 17:00 საათზე, ასევე პარლამენტის შენობასთან ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ნახეთ ვიდეო: პირდაპირი კადრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ზაზა სარალიძის ორგანიზებით სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი