აღმოსავლეთ საქართველოში დღეს სეტყვას ელოდებიან - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს სეტყვას ელოდებიან - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

29 – 31 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30 გრადუსი იქნება.

30 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში საგრძნობლად აგრილდება, ტემპერატურა დღის საათებში +18, +23 გრდუსამდე დაიკლებს, 31 მაისს კი შედარებით გამოიდარებს და ისევ +25, +30 გრადუსამდე დათბება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა 29 და 31 მაისს +27, +29, ხოლო 30 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი