დავით ქევხიშვილმა აღმასკომის წევრებს ნაკრების მწვრთნელობის უცხოელი კანდიდატი წარუდგინა, ხაბარელმა კი სხდომა დატოვა

დავით ქევხიშვილმა აღმასკომის წევრებს ნაკრების მწვრთნელობის უცხოელი კანდიდატი წარუდგინა, ხაბარელმა კი სხდომა დატოვა

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრები ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატის პროგრამას ისმენენ. ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუის ვაიდენბოში აღმასკომის წევრებს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა წარუდგინა.

როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე ქევხიშვილმა განაცხადა, ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა უცხოელ მწვრთნელებთანაც.

"დღეს არის საქმიანი შეხვედრა ერთ-ერთ კანდიდატთან. უცხოელი სპეციალისტი წარმოადგენს თავის ხედვას. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ხედვა ცნობილი ყოფილიყო აღმასკომისთვის. დღეს არავის დანიშვნა არ ხდება უბრალოდ მოვუსმენთ და გავაანალიზებთ. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამასთან მოლაპარაკებები გვაქვს სხვა მწვრთნელებთანაც“, - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დავით ქევხიშვილმა აღმასკომის წევრებს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლუის ვაიდენბოში წარუდგინა

აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად აღმასკომის წევრმა და სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა დატოვა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაყავს. ხაბარელის თქმით, მისთვის დღეს ფედერაციის პრეზიდენტს რეალობის გრძნობა დაკარგული აქვს. ამასთან, ხაბარელი ნაკრების მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტის დანიშვნის წინააღმდეგია

„საკითხი არის ურთულესი. ფაქტობრივად ქევხიშვილს დაკარგული აქვს რეალობის გრძნობა. როგორ არის დაძაბული სიტუაცია ძიუდოში და ის მაინც თავისას აგრძელებს. ეს არის დიდი შეცდომა და მიმართულია ესკალაციისკენ. ძიუდოს ხელშეწყობა სჭირდება და თითოეულმა ადამიანმა საკუთარი პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადადოს.ჩემთვის მიუღებელია ის ფორმატი რაც აქ ხდება. ფაქტობრივად რეალობის გრძნობა დაკარგული აქვთ. მე ვკითხე დავით ქევხიშვილს თუ ვისი მწვრთნელი უნდა იყოს ჰოლანდიელი სპეციალისტი. ნაკრების ვარჯიშზე სპორტსმენები არ დადიან.

არასდროს ვიქნები მომხრე უცხოელი მწვრთნელის საქართველოში ჩამოყვანის. ქართველ ძიუდოისტებს სპეციფიური მიდგომა სჭირდებათ, რომელსაც მხოლოდ ქართველი მწვრთნელი მოახერხებს. ასე იყო წლების მანძილზე და ასე გაგრძლედება. ჩვენ გვყავს პროფესიონალი და საუკეთესო მწვრთნელები.

ის შემადგენლობა, რომელიც ქევხიშვილთან ერთად იბრძვის, ცდილობს დაინგრეს ყველაფერი რაც შეიქმნა. პირდაპირ ვამბობ არც ერთს არ აინტერესებს საქართველოს ბედ იღბალი. თუ გადავხედავთ მის ბეგრაუნდს ყვარელში, იქაც ასე ჯიუტობდა და იქაც ასე გამოიყვანეს ძალით გამგეობიდან. ასეთი დაძაბული სიტუაცია უნდა, რომ შექმნას ქვეყანაში. თუ გადავხედავთ - გვერდზე ჩოჩელი უზის და ბევრია ისეთი პირი ვინც პირდაპირ იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. ამას უკვე პოლიტიკური ელფერი ეძლევა“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

იხილეთ ვიდეო: ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა შოთა ხაბარელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

აღმასკომის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს ნაკრებს ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს. ცირეკიძესთან ერთად მთელი სამწრვთნელო შტაბი გადადა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ