კონკურსის პირობები:
კონკურსში ღიაა როგორც პროფესიონალი, ასევე დამწყები დიზაინერებისათვის
ესკიზები უნდა იყოს შექმნილი კონკრეტულად ამ კონკურსისთვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა ვებგვერდსა თუ სოციალურ ქსელში;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 2 ესკიზი - ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა უნიფორმა;
კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამოსი იქმნება მოჭადრაკეებისთვის, რომლებიც რამდენიმე საათს ჭადრაკის დაფასთან მსხდომნი ატარებენ და სამოსი, შესაბამისად, უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერებელი და კომფორტული;
ესკიზები უნდა იყოს გასაგები - მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ქსოვილის ტიპი;
ნაკრების ფორმა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 კომპონენტისგან (შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს დამატებითი დეტალები კონკურსანტის მხრიდან):
ვაჟების შემთხვევაში - შარვალი, პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - ჟილეტი, ჰალსტუხი)
ქალების შემთხვევაში - ქვედა (ერთიანი კაბა, შარვალი, ბრიჯი, ქვედაბოლო), ბლუზონი ან პერანგი, პიჯაკი (დამატებითი - შარფი);
ნაკრების ფორმა უნდა იყოს საშემოდგომო (ოლიმპიადა იმართება შემოდგომაზე - 23 სექტქმბრიდან 6 ოქტომბრამდე);
მასალად უნდა განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილი, შესაბამისად, ესკიზები ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას;
შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ეროვნული სიმბოლიკა (თუმცა, არ არის სავალდებულო).
კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თვალსაჩინოდ ჩანდეს საქართველოს გერბი;
გასათვალისწინებელია კომპანია „სოკარის“ ლოგოს განთავსება მოხსნა-დამაგრების საშუალებით.
გასათვალისწინებელი ფაქტორი:
· სამოსი საშუალებას უნდა იძლეოდეს, საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები ამ ფორმებით ახერხებდნენ როგორც ყოველდღიურ თამაშებს, ასევე ღირსეულად წარსდგნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე საქართველოს სახელით.
· არჩეულ ესკიზში ჟიურის წევრებმა, შესაძლოა, შესწორებები შეიტანონ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ესკიზები უნდა წარადგინონ 2018 წლის 25 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე; uniform@batumichess.com
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები დასაჩუქრდებიან ფულადი თანხითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
ქალთა და ვაჟთა სამოსი განიხილება ცალ-ცალკე.
საუკეთესო სამეულს აარჩევს სპეციალური ჟიური:
დიზაინერები - იკა ბობოხიძე და თეონა თავართქილაძე, კონსულტანტები - თამარ და ბასა ფოცხიშვილები.
ჟიურის მუშაობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები;
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონი ნანა იოსელიანი.
საუკეთესო სამეულიდან (როგორც მამაკაცების, ასევე ქალების) საუკეთესოს კი საქართველოს მოსახლეობა სოციალური ქსელის გამოკითხვის შედეგად აარჩევს ოლიმპიადის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე - batumi2018.
გამარჯვებული ესკიზების მიხედვით საქართველოს მოჭადრაკე ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდებისთვის სამოსის შეკერვას უზრუნველყოფს 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.
ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი