საქართველოს რკინიგზამ „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რკინიგზამ „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

ღონისძიების ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით "საქართველო და სამხრეთ კავკასია - პერსპექტიული სატრანზიტო არეალი“ - ბიზნესდელეგაციის კითხვებს კომპანიის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, გურამ გურამიშვილი პასუხობდა.დისკუსიის მიმდინარეობისას, ახალი საერთაშორისო მარშრუტების გათვალისწინებით, კორიდორის მზაობა და განვითარების საკითხები განიხილეს.

ეკონომიკური ფორუმი მიზნად ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნასა და საქმიან წევრებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს.

ფორუმი, რომელიც საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა გახსნეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. მას ათი ქვეყნის 300-მდე მთავრობის, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის, ასევე მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი