რა იწვევს ჭარბთმიანობას და როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას - ენდოკრინოლოგის რჩევები

რა იწვევს ჭარბთმიანობას და როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას - ენდოკრინოლოგის რჩევები

ჭარბთმიანობის განვითარების მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საშუალებებზე ექიმი ენდოკრინოლოგი ესმა ჯამასპიშვილი საუბრობს:

- ქალბატონო ესმა, რა ითვლება ჭარბთმიანობად და როგორ ვლინდება იგი?

- პირველად განვმარტოთ ჰირსუტიზმი. ჰირსუტიზმი, როგორც სამედიცინო პრობლემა, უპირატესად ქალებთან დომინირებს და განისაზღვრება ტერმინალურ, მამაკაცური ტიპის გათმიანებად სხეულის იმ ზონებზე, სადაც ფიზიოლოგიურად არ უნდა იყოს ტერმინალური ("ანდროგენდამოკიდებული") თმა. მინდა აღვნიშნო, რომ ჰირსუტიზმი შესაძლოა განვითარდეს მამაკაცებთანაც. თუმცა მამაკაცებთან ტერმინალური თმის განვითარების ფიზიოლოგიური (გენდერული) ვარიაბელობის გამო მისი დიაგნოსტირება ძალიან რთულია. ჰირსუტიზმი გვხვდება აგრეთვე პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებთან, რაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფებისა და სერიოზული დაავადების მაჩვენებელიც კი შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე მხოლოდ ქალებთან განვითარებულ ჰირსუტიზმზე ვისაუბრებთ. საზოგადოდ, ნებისმიერი ტიპის გათმიანება, უპირველესად, ფასდება ფიზიკური დათვალიერებით ანუ ინსპექციით.

- რამდენად ხშირია ეს პრობლემა გოგონებთან?

- ჰირსუტიზმი შესაძლოა განვითარდეს ქალის ნებისმიერ ასაკში და არა მხოლოდ გოგონებთან. მისი განვითარების ასაკი ძირითადად დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე. გოგონათა პუბერტაციის ასაკში უმეტესად არანეოპლასტიკური ჰირსუტიზმი (პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, იდიოპათიური ჰირსუტიზმი და ა.შ.) გამოვლინდება ხოლმე, რომელიც მოზრდილობის პერიოდში უფრო შესამჩნევი ხდება და კლებულობს პოსტმენოპაუზისას, საკვერცხის მიერ ანდროგენმაპროდუცირებელი ფუნქციის დაქვეითების გამო. სწრაფად განვითარებული ჰირსუტიზმი გვხვდება ასაკოვან ქალებთან, რაც უმეტესად ანდროგენმაპროდუცირებელი სიმსივნით არის გამოწვეული. მოზრდილ ქალებთან ჰირსუტიზმი შესაძლოა მოჰყვეს გასუქებას და ასევე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტას.

სამწუხაროდ, საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკასა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მისი გავრცელების სიხშირე დაახლოებით 10%-ია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ეთნიკურობას. ჩრდილოევროპელ თეთრკანიან ქალებს მცირე ოდენობით ტერმინალური თმა აქვთ, სამხრეთევროპელი და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ქალებისგან განსხვავებით, სადაც უხვად არის გამოხატული ტერმინალური ტიპის თმა. ამიტომ, ყველა ზემოხსენებული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ჰირსუტიზმი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

- რა არის გამომწვევი მიზეზები?

- ჰირსუტიზმის გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, თუმცა დაჯგუფებისას 4 ძირითად ჯგუფში განაწილდება: ენდოკრინული; მედიკამენტური; იდიოპათიური; სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული...განაგრძეთ კითხვა

"დაგვიბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "გახსენით სამორინეები", "გახსენით სკოლები" - ბათუმში აქცია იმართება

გარდაცვალების 7 შემთხვევა ბოლო 7 დღეში - ამირან გამყრელიძის მიმართვა ჟურნალისტებს და ბოლო ცნობები აჭარიდან

დაკარგა თუ არა საქართველომ "მწვანე ქვეყნის" სტატუსი და როგორია ყველაზე "ცხელი" ზონიდან სხვა რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლი