რომელი ნაყინი მოგწონთ ყველაზე მეტად? - გამოკითხვის შედეგები

რომელი ნაყინი მოგწონთ ყველაზე მეტად? - გამოკითხვის შედეგები

ნაყინის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, Ambebi.ge-სა და BPN.ge-ზე ერთი კვირის განმავლობაში გამოკითხვა ჩატარდა. ჩვენ დავინტერესდით, ქართული ნაყინის მწარმოებელი რომელი კომპანია და რა სახეობის ნაყინი მოსწონს ჩვენს მკითხველს.

კითხვაზე, რომელ ქართულ ნაყინს ანიჭებთ უპირატესობას, პასუხი 19,043-მა ადამიანმა დააფიქსირა. ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა კომპანია „გურჯაანი“, რომელსაც მკითხველის 34%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილზე გავიდა "თოლია" - 31%-ით. შემდეგ "ბარამბო"- 20%, "ნიკორას პალომა" - 4% და სხვა - 12%.

კითხვას, რა სახეობის ნაყინი მოგწონთ? - პასუხი 14,105-მა მკითხველმა გასცა. მათგან, ვაფლის ჭიქის ნაყინს უპირატესობას 30% ანიჭებს, ესკიმოს - 23%, საოჯახო ტიპის ნაყინს - 20%, კონუსს - 13%, ნაყინის ტორტს - 9%, ჭიქა კოვზით მოსწონს გამოკითხული მკითხველის 5%-ს.

კითხვაზე, რომელი ნაყინი მოგწონთ? პოზიცია 13,274-მა ადამიანმა დააფიქსირა. მათგან ვანილის ნაყინი მოსწონს - 52%-ს, შოკოლადის ნაყინი - 31%, ხილის ნაყინი - 12%, სხვა - 5%.

გამომდინარე იქედან, რომ მკითხველმა გამოკითხვაში ძალიან იაქტიურა და ერთ კვირაში საიტის 20 ათასამდე ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში, AMBEBI.GE-ს რედაქცია მსგავსი გამოკითხვების ჩატარებას ყოველ კვირას გეგმავს. თემების მიხედვით შეირჩევა შესაბამისი ვებპლატფორმები, სადაც მკითხველს ექნება საშუალება დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) კონკურენტული ვაჭრობის პლატფორმაზე სიმულაციების ტრენინგ-სესიების გახსნის ცერემონია გაიმართა

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისის" მენეჯერის განცხადებით, სასტუმროს ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა