აზერბაიჯანმა "სამხრეთის გაზის დერეფნის" პირველი ხაზი აამუშავა, რომელიც ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის

აზერბაიჯანმა "სამხრეთის გაზის დერეფნის" პირველი ხაზი აამუშავა, რომელიც ბუნებრივ აირს ევროკავშირს მიაწვდის

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტრანსანატოლიური გაზსადენის TANAP-ის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პროექტ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ხაზია, რომლითაც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში განხორციელდება. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.

„ამ პროექტით ვქმნით ევროპის ახალ ენერგეტიკულ რუკას“, - განაცხადა ალიევმა. როგორც ცნობილია, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ანუ ტრანსადრიატიკული მილსადენი, რომლის სიგრძე 870 კილომეტრია, დაიწყება საბერძნეთში და ალბანეთის გავლით, იტალიაში დასრულდება. ის გამოიყენება გაზის ტრანსპორტირებისთვის შაჰ დენიზი II-ის საბადოდან.

პროექტის - ტრანსანატოლიური გაზსადენის კიდევ ორი მომიჯნავე გაზსადენის პროექტი, რომელიც თურქეთზე გადის, ასევე სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი, რომელიც გადის აზერბაიჯანსა და საქართველოზე - შეადგენს „სამხრეთის გაზის დერეფანს“. პროექტის ღირებულება 40 მილიარდი აშშ დოლარია. ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2020 წელს იგეგმება 10 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით.

ძვირად ღირებული ავტომობილი, სახლები და მიწები გერმანიაში - რა ქონებას ფლობს ლევან კობიაშვილი

კომპანია "სითი პარკმა" დავა შეწყვიტა - რას აცხადებენ თბილისის მერიაში

1 თვეში მესტიამ მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც 19-მა რაიონმა ერთად - რა პრობლემაზე საუბრობს "ენერგო-პრო ჯორჯია"?