ავტორი:

საუკეთესო ბანაკი მოზარდებისთვის - სწავლა, დასვენება და გართობა ერთ სივრცეში

საუკეთესო ბანაკი მოზარდებისთვის - სწავლა, დასვენება და გართობა ერთ სივრცეში

გართობა, დასვენება, თავგადასავლები, ახალი გამოწვევები, ახალი მეგობრები და ცოდნის გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობა - ეს შერვუდია, რომელიც უკვე 1000-ობით ბავშვისთვის დაუვიწყარი მოგონებებთან ასოცირდება.

ცნობილია, რომ ბანაკი ბავშვის სოციალიზაციის, დამოუკიდებლობისა და გამოცდილებისთვის მნიშვნელოვანია, ამაზე მსოფლიოს არაერთი ავტორიტეტული გამოცემა წერს, მათ შორის Psychology Today, რომელიც განმარტავს, რომ ახალი ურთიერთობებისთვის, საკუთარი თავისა და ქვეყნის კულტურის უკეთ შესაცნობად და მეტი პასუხისმგებლობის გასაღვივებლად ბანაკი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

მათთვის, ვისაც თავგადასავლები უყვარს და ამავდროულად, ინგლისური ენის შესწავლა და გაუმჯობესება სურს, შერვუდის ბანაკმა ბაკურიანთან ერთად წელს კიდევ ერთი მიმართულება - ანაკლია დაამატა, სადაც მოსწავლეებს განახლებული პროგრამა და მინი „კოაჩელას ფესტივალი“ ელოდებათ!

შერვუდი 8-დან 18 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ბანაკია, სადაც ბავშვებს საშუალება ეძლევათ, კვალიფიციური მასწავლებლების დახმარებით შეისწავლონ ინგლისური ენა, გაიუმჯობესონ ცოდნის დონე/ხარისხი, შეიძინონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მეგობრები და ჩაერთონ სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში.

შერვუდში ყოველი დღე განსხვავებული და საინტერესოა. გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს უტარდებებათ სხვადასხვა სპორტული და შემოქმედებითი აქტივობები: ტრეინინგები და მასტერკლასები, ცეკვის ვორკშოფები, მშვიდლოსნობა, ექსკურსიები და მრავალი სხვა. ყოველთვის ვზრუნავთ პროგრამის მრავალფეროვნებაზე და ვცდილობთ მაქსიმალურად მოვარგოთ მოზარდების ინტერესებს. ალბათ სწორედ ეს განაპირობებს, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, რომ შერვუდი ბავშვებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცევა ხოლმე, ამას ბანაკის თანადამფუძნებელი და დირექტორი იანა ჭანჭალეიშვილიც ადასტურებს.

ანაკლიაში კი ემატება კოაჩელას მინი ფესტივალიც, ბავშვებს ექნებათ ბარბექიუ, პიკნიკები და მრავალი სხვა საინტერესო და გასართობი აქტივობა. ბანაკის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეებს გადაეცემათ ინგლისური ენის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები,“ - განმარტავს იანა ჭანჭალეიშვილი.

„ჩვენ უკვე წლებია, მოზარდების ჯგუფებს ვუშვებთ საზაფხულო სკოლებში დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში, გვქონდა დიდი სურვილი, რომ შეგვექმნა მსგავსი სტანდარტისა და ხარისხის ბანაკი საქართველოშიც, სადაც მოსწავლეებს მივცემდით საშუალებას ესწავლათ, დაესვენათ და დაუვიწყარი დრო გაეტარებინათ ერთ სივრცეში. მოხარულები ვართ, რომ შერვუდი გახდა სწორედ ისეთი ბანაკი, სადაც გატარებული დღეების შემდეგ,მოსწავლეები სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ემოციურად არიან განწყობილები, ბანაკის დატოვება უჭირთ და წლების განმავლობაში მიყვებათ შერვუდული სულისკვეთება, რადგან ის მათთვის განსაკუთრებულ ღირებულებას ატარებს,“ - განმარტავს იანა ჭანჭალეიშვილი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბანაკი მულტიკულტურულია და ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, უცხოელი თანატოლები გაიცნონ და დაუმეგობრდნენ, მათ შორის გაიჩინონ მეგობრები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან.

შერვუდში მოსახვედრად რამდენიმე მარტივი ნაბიჯია საჭირო: მზად უნდა ვიყოთ თავგადასავლებისთვის, გვქონდეს ბანაკის აქტივობებში მონაწილეობის სურვილი, შემდეგ კი შევავსოთ შერვუდის ვებ-გვერდზე განთავსებული აპლიკაცია, - „ჩვენ კი გპირდებით, რომ ყოველი დღე იქნება საინტერესო, განსხვავებული და სიახლეებით სავსე,“ - აღნიშნავს ბანაკის დირექტორი.

რეგისტრაციასთან ერთად ბავშვებს ინგლისურ ენაში ტესტირება და გასაუბრება უტარდებათ, დგინდება მათი ცოდნის დონე, რის მიხედვითაც კემბრიჯის ასოცირების მქონე პედაგოგები მათთვის გაკვეთილების ჩატარებას იწყებენ. სამსაათიანი გაკვეთილის შემდეგ მიმდინარეობს როგორც სპორტული, ისე შემეცნებითი აქტივობები.

ჩვენთვის - ბანაკის სრული კოლექტივისთვის - ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება. ამიტომ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით შერვუდის მასპინძელი სასტუმროს შერჩევას. ორივე პროგრამისთვის, როგორც ბაკურიანში, ისე ანაკლიაში შერჩეულია მაღალი კლასის სასტუმროები, რომლებიც როგორც ინფრასტრუქტურით, ისე კვებით, ჰიგიენის ნორმებითა და უსაფრთხოების ხარისხით ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, აღჭურვილია აუზით, სპორტული მოედნებით, საკონფერენციო დარბაზებითა და საკლასო და კომფორტული ოთახებით.

ბანაკის სტრუქტურა კი ასეთია: ბანაკის ხელმღვანელებისთან და პედაგოგებთან ერთად, რომლებიც სრულიად ჩართულები არიან ბანაკის მიმდინარე პროცესებში, ყოველ 10-15 ბავშვს ყავს გამოყოფილი ლიდერი, რომელიც ეხმარება მოზარდებს ადაპტაციაში, უზრუნვეყფოფს მათ მაქსიმალურ ჩართულობას როგორც სასწავლო, ასევე შემექმედებით და გასართობ პროცესებში. მშობლებს ბანაკში გამგზავრებამდე ვაწვდით ჯგუფის ხელმძღვანელებისა და ბანაკის მენეჯმენტის შესახებ ინფორმაციას და მუდმივ კონტაქტზე ვართ მათთან ბანაკის მსვლელობის დროს.

შერვუდის ბანაკი 28 ივნისიდან 4 ივლისამდე ანაკლიაში მიმდინარეობს, ხოლო 4 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით - ბაკურიანში.

როგორც შერვუდში განმარტავენ, მსურველებს ორივე პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ამავდროულად, ყოფილი შერვუდელები დამატებითი სერვისებით სარგებლობენ.

შერვუდში მონაწილეობის საფასური ანაკლიის შემთხვევაში 1 100 ლარს შეადგენს, ბაკურიანში - 990 ლარს, ხოლო თუ ორივე პროგრამაში ჩართვას გადაწყვეტთ, ისარგებლებთ ფასდაკლებით და 2090 ლარის ნაცვლად 1881 ლარს გადაიხდით.

იმისათვის, რომ ბანაკში მონაწილეობა ყველა მსურველმა შეძლოს, შერვუდის დამფუძნებლები შიდა ან „თიბისი ბანკის“ უპროცენტო განვადებასაც გვთავაზობენ. როგორც ისინი განმარტავენ, აღნიშნული სერვისი საშუალებას იძლევა, ბანაკის გარეშე არცერთი დაინტერესებული ბავშვი არ დარჩეს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის