AMBEBI.GE კვლავ ლიდერია - IRI-ის ახალი კვლევის შედეგები

AMBEBI.GE კვლავ ლიდერია - IRI-ის ახალი კვლევის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ინფორმაციის მიღების წყაროებს შორის ინტერნეტში Ambebi.ge კვლავ ლიდერია.

IRI-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელ ვებ-გვერდებს სტუმრობთ ყველაზე ხშირად ინფორმაციის მისაღებად, Ambebi.ge 18%-ით პირველ ადგილს იკავებს.

კვლევების შედეგების მიხედვით, შემდეგ მოდის სოციალური ქსელი "ფეისბუქი" 8 %-ით და ვებ-გვერდი news.ge - 7 პროცენტით.

რეიტინგის ათეულში მოხვდა "პალიტრა მედიის" კიდევ ორი მედიასაშუალება - გამოკითხულთა 5% ინფორმაციის მისაღებად საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" სტუმრობს, 1% კი "პალიტრანიუსის" ვებგვერდს.

აღსანიშნავია რომ, IRI-ის აღნიშნულ რეიტინგში, Ambebi.ge ზედიზედ მეხუთე წელია არ თმობს პირველობას.

კვლევა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე 1 500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.

"საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა" - პაატა იმნაძე ეპიდვითარებაზე და შეზღუდვების შედეგზე

"ტაქსის მძღოლებისთვის კორონავირუსზე ტესტი უფასო იქნება" - პაატა იმნაძე

"თელასის“ და "ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება