"დამიდექით გვერდით, სისტემამ ჩემი შვილის სული შეურაცხყო" - სარალიძე შოთაძესთან შეხვედრაზე უარს ამბობს

"დამიდექით გვერდით, სისტემამ ჩემი შვილის სული შეურაცხყო" - სარალიძე შოთაძესთან შეხვედრაზე უარს ამბობს

სად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ არ მიდგებიან გვერდით? – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურატურასთან განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა დაისაჯოს ყველა მკვლელი, ასევე ის პირები, ვინც მკვლელებს აფარებს ხელს.

„სად არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რატომ არ მიდგანან გვერდით. ეკა ბესელია პირდაპირ ეთერში რომ „მეხიშიპებოდა“, რატომ არ დგას ჩემს გვერდით? მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას, მმართველ გუნდს, ასევე ყველა კომპეტენტურ პიროვნებას, არ აქვს მნიშვნელობა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იქნება თუ პროკურატურიდან, დამიდექით გვერდით. სისტემამ ჩემი მოკლული შვილის სული შეურაცხყო. მე ვითხოვ ყველა მკვლელის დასჯას, ასევე დაუყოვნებლივ ვითხოვ პასუხისგებაში მიეცეს შოთაძე საქმის გაყალბებისთვის“ - განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, მოკლულის მამა უარს ამბობს მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე. შეთავაზება მან პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისგან ნათია სუხიაშვილისგან მიიღო. ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი მოთხოვნაა შოთაძის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა.

„რომელ ნაძირალა პროკურორს ველაპარაკო, რომელმაც ჩემი შვილის მკვლელები დამალა?“ - განაცხადა ზაზა მან.

ნათია სუხიაშვილის განცხადებით, შეთავაზება ძალაში რჩება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი