"ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტში, პირველ ეტაპზე 160 ოჯახი დაკმაყოფილდება

"ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტში, პირველ ეტაპზე 160 ოჯახი დაკმაყოფილდება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც ავარიული ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების მიზნით ხორციელდება, ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელიც უფრო მეტი ფართის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემას დათანხმდება. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ხმალაძის ვარაუდით, პირველ ეტაპზე დაახლოებით, 160 ოჯახი დაკმაყოფილდება, რაც მერიას სამი ავარიული კორპუსის ჩანაცვლების საშუალებას მისცემს.

„ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს ის კომპანია, რომელიც უფრო მეტი ფართის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემას დათანხმდება. ეს ფართები გამოყენებული იქნება ვარკეთილში ავარიული ე.წ. ხრუშჩოვკების მაცხოვრებლების გადაყვანის მიზნით იმისთვის, რომ გამოთავისუფლდეს ავარიული კორპუსები. „ხრუშჩოვკებიდან“ გამოვიყვანთ იმ მოსახლეობას, რომლებიც დროულად მოახერხებენ 100%-იანი თანხმობების წარმოდგენას, რომ მოხდეს სრულად ავარიული კორპუსების ჩანაცვლება ახალი აშენებული, უსაფრთხო, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელ კორპუსებში გადაყვანის მიზნით. ჩვენი სავარაუდო გათვლებით, ინტერესთა გამოხატვაში ველოდებით დაახლოებით, 160 ბინის გადმოცემას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩავანაცვლოთ სამი ავარიული „ხრუშჩოვკა“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე. ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 მწვავე ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი