"ზაზა სარალიძის გვერდით ვიდგები, ვიდრე ის საკუთარ სიმართლეს არ იპოვის" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"ზაზა სარალიძის გვერდით ვიდგები, ვიდრე ის საკუთარ სიმართლეს არ იპოვის" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

სარალიძის გვერდით ვიდგები ვიდრე ის საკუთარ სიმართლეს არ იპოვის, მერე კი ჩემს ხალხს გამოვიყვან და ვაჩვენებ ამათ რა შემიძლია, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის თბილისში ზაზა სარალიძის მხარდაჭერად არის ჩამოსული.

„მე ჩამოსული ვარ აქ იმიტომ, რომ ზაზას დავუდგე გვერდით და ვიდგები იქამდე, ვიდრე ეს ადამიანი თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. რაც შეეხება ჩემს საქმეს, მე ყოველ დღე სარწმუნო წყაროებიდან ვიღებ ინფორმაციას, რომ ჩემი შვილი სპეციალურადაა მოკლული. ვფიცავ მაღალ ღმერთს, ჩემი შვილი რომ იყოს დამნაშავე, გინდაც ეჭვმიტანილი, მე მას თავად დავახრჩობდი, თუ რამე ექნებოდა საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული. სარალიძის გვერდით ვიდგები, ვიდრე ის საკუთარ სიმართლეს არ იპოვის, მერე კი ჩემს ხალხს გამოვიყვან და ვაჩვენებ ამათ რა შემიძლია, ვინ არიან ჩემს ზურგს უკან“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი