"ლევანის მამა, რომელიც არ ჩანდა, ჩამოვიდა, რომ ზაზას დაუდგეს გვერდში" - დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი

"ლევანის მამა, რომელიც არ ჩანდა, ჩამოვიდა, რომ ზაზას დაუდგეს გვერდში" - დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატი

"ლევან დადუნაშვილის მამა ჩამოვიდა, რომ ზაზას დაუდგეს გვერდში" - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მოკლული მოზარდის მამა თბილისში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა და აპირებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდეს.

"მოგეხსენებათ, ლევანის ნაწილში გარკვეულია ყველაფერი, მაგრამ ლევანის მშობლები არ არიან იმ აზრზე, რომ მათი საქმე დასრულდა და დათოს ნაწილში, რაც მოხდება, არ გვაინტერესებს. პირიქით, დღეს ლევანის მამა, რომელიც არ ჩანდა ამდენი ხანი, ჩამოვიდა იმის გამო, რომ ზაზას დაუდგეს გვერდში და უთხრას, მოდი ზაზა ერთად გამოვიძიოთ შენი შვილი საქმე. ორივეს ერთი ტრაგედია გვაერთიანებს. ალბათ შეხვდება სარალიძეს" - განაცხადა ხათუნა მაღლაკელიძე.

ნახეთ ვიდეო: ლევანის მამა ჩამოვიდა, რომ ზაზას დაუდგეს გვერდში და უთხრას: მოდი ზაზა, ერთად გამოვიძიოთ შენი შვილის საქმე - დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი