ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მშობლები პატრიარქს ხვდებიან. ამის შესახებ ლევან დადუნაშვილის მამის დავით დადუნაშვილის ინტერესების დამცველმა ხათუნა მაღლაკელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მანამდე პატრიარქი შეხვდა ზაზა სარალიძეს, მის მეუღლეს და შვილს. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, პატრიარქმა ისინი დალოცა “პატრიარქმა გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს“, -განაცხადა ზაზა სარალიძემ.