კუპრავა შსს-ს შეხვედრას სთავაზობს : "რადგან ამბობენ, რომ ზაზას ემუქრება საფრთხე, ე.ი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ"

კუპრავა შსს-ს შეხვედრას სთავაზობს : "რადგან  ამბობენ, რომ ზაზას ემუქრება საფრთხე, ე.ი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ"

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა შსს-ს ზაზა სარალიძის მიმართ „არსებული საფრთხეების თაობაზე“ შეხვედრას სთავაზობს. როგორც ზვიად კუპრავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აქციის ორგანიზატორები გამოყოფენ სამკაციან ე.წ. ნდობის ჯგუფს, რომელიც მოისმენს ინფორმაციას იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც შსს ფლობს და ეს ჯგუფი ამ სართხეების რეალურობას შეაფასებს.

„მინდა მივმართო შსს-ს და გახარიას, რადგან ისინი ამბობენ, რომ ზაზას მიმართ არის საფრთხე, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვთ გარკვეული, მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რომ გამოვყოფთ სამ კაციან ჯგუფს, ძალიან ახლო გარემოცვას ზაზა სარალიძის, ე.წ. ნდობის ჯგუფს საორგანიზაციო ჯგუფიდან და თუ ნებავს იქით ვეახლებით შსს-ს, თუ სურთ წარმომადგენელი მოავლინონ ჩვენთან, გვითხრას ამ საფრთხეების შესახებ, რათა ჩვენ ეს საფრთხეები შევაფასოთ, ასევე შევაფასოთ მისი რეალისტურობა. ჩვენ 24 საათი აქ ვართ და თუ დღეს უკვე ისვენებენ, ხვალ დილითვე მზად ვართ შეხვედრისთვის“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები გუშინ შესთავაზა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები, რომლებიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. მაღალი რისკისა და სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხის არსებობიდან გამოდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი