ავტორი:

"ხალხს სულ ტყუილად ჰგონია "იაზვა" - როგორ ახასიათებენ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტები მარინა ბერიძეს

"ხალხს სულ ტყუილად ჰგონია "იაზვა" - როგორ ახასიათებენ "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტები მარინა ბერიძეს

პოპულარულ პროექტს "მხოლოდ ქართული" ჟიურის ხუთი წევრი ჰყავს, რომლებიც ყოველ ლაივ-კოცერტზე კონკურსანტებს როგორც ქულებით, ისე სიტყვიერად აფასებენ.

გადავწყვიტეთ, შოუში დარჩენილ ექვს კონკურსანტს ჟიურის ერთ-ერთ წევრზე, მარინა ბერიძეზე ესაუბრა. გაირკვა, რომ ექვსივეს თავისი მარინა ბერიძე ჰყავს. მათ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან აფასებენ, როდესაც პირადად არც კი იცნობდნენ და ტელევიზიით, სხვადასხვა კონკურსებში ჰყავდათ ნანახი.

კონსტანტინე კარანაძე:

- სანამ გავიცნობდი, ქალბატონ მარინასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, არ ვიცნობდი. მხოლოდ ტელეეთერიდან ("ჯეოსტარი") მახსოვდა, ბებიაჩემს ძალიან უყვარდა, მარინეს ეძახდა და ამბობდა, რომ პროფესიონალიაო. მეც პატივს ვცემდი, რადგანაც ვხედავდი, რომ უკომპეტენტურესი ქალი იყო და შინაგად ვგრძნობდი, ცუდი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა ზოგი ამბობდა, რომ "იაზოაო". მე ასე არ ვთვლიდი. კასთინგზე რომ გავედი, ყველას შეუძლია, დაადასტუროს, ვამბობდი, მინდა ჟიურიდან მარინასთვის მემღერა. ასეთი მუღამი მქონდა.

მას მერე, რაც გავიცანი, დავრწმუნდი, რომ მკაცრი და ძალიან კრიტიკული არ არის. მოკლედ, საყვარელი ქალია, მუსიკის მოყვარული, მელომანი და პროფესიონალი. იმდენად მაგარია, ჩემი დახასიათება არც სჭირდება. ჰო, კიდევ სერიოზული პროდიუსერია და ამ ყველაფრის გამო პატივს ვცემ.

კონცერტზე მნიშვნელოვან ფრაზებს მეუბნება, რომ როგორც მუსიკოსი ვიზრდები. ყველას გულით გვგულშემატკივრობს, უნდა, რომ ვიყოთ კარგები და უკეთესები, ხარისხიანი მუსიკის მოყვარულები. თუნდაც ის, რომ ყველა ქართულად ავმღერდით, ამის მოტივატორია. მოკლედ, მარინა პროექტში ლოკომოტივია, რომელიც ცდილობს, დაგვძრას.

სოფო ბათილაშვილი:

- კოსტას სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი, "ყველაზე არაიაზო ქალია", სამართლიანი, თბილი, საკუთარი თავის ფასი რომ იცის და ისიც, რომ ძალიან მაგარია.

- როდესაც პირველად კასტინგზე შეხვდი, რას ფიქრობდი, ცოტა ხომ არ გეშინოდა?

- მაინტერესებდა, რას იტყოდა, როდესაც სიმღერას შევასრულებდი. 50/50-ზე იყო, შეიძლება მოვწონებოდი, შეიძლება - არა, მაგრამ მან მომცა ბილეთი.

- კონცერტებზე სულ 10 ქულას გიწერს და გეუბნება, რომ ყველა სიმღერას ირგებ...

- კი, ასეა...

- კადრს მიღმა კიდევ რაიმე რჩევას ხომ არ გაძლევს?

- როგორც ვიცი, რადგან ჟიურის წევრია, ამის უფლება არ აქვს. ჩვენთან ერთად არც უწევს ყოფნა, დერეფანში თუ შევხვდებით და მივესალმებით, ეს არის სულ.

"ჯეოსტარზე" ჟიურიში რომ იყო, შეიძლება პირდაპირ ამბობდა სათქმელს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ გულს სტკენდა ხოლმე ვიღაცეებს. ახლა ასე მგონია, რომ არ არის.

საბა კემულარია:

- ზოგადად, ჟიურის წევრების შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ქალბატონ მარინაზე ვიტყვი, რომ მას აქვს უნარი, წინასწარ განსაზღვროს მომღერალი, მუსიკოსი მომავალში რას შეძლებს. აქვს უნარი მუსიკის მოყვარულ ადამიანში შესაბამისი პოტენციალი აღმოაჩინოს და მიხვდეს, თუ რის გაკეთებას შეძლებს მომავალში. შეუძლია, წინასწარ ამოიცნოს მომღერლის ნიჭი. პროფესიონალია. ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული.

გოგა გიორგელაშვილი:

- სანამ პროექტში მოვხვდებოდი, ვიცოდი, რომ ქალბატონი მარინა მკაცრი ქალი იყო, მაგრამ სულ პირიქით აღმოჩნდა. ობიექტური, თბილი და საყვარელია. როცა კარგად ვმღერი, კარგ ქულებს წერს, როცა ნაკლებად - შესაბამისად მაფასებს. ხალხს სულ ტყუილად ჰგონია "იაზვა" და რაღაც ასეთი, პირიქით არის. ჩვენ კი იშვიათად გვაქვს მასთან შეხება, მაგრამ როცა ვხვდებით, თბილად გვხვდება, გვეფერება.

- მისი დაწერილი ქულებით კმაყოფილი ხარ?

- 8 და 9-ს მიწერს. ერთხელ შვიდიც დამიწერა. ქულებით უკმაყოფილო არ ვარ, ობიექტურად მაფასებს. საკუთარ შეცდომებსაც ვხედავ და ზუსტად ვხვდები, უკვე რის გამო დამაკლო, თუ დამაკლო ქულა. მას უნდა, რომ ნამღერი დალაგებული და სწორი იყოს. რაც მთავარია, იყოს ხასიათში. კონცერტზე რჩევასაც მაძლევს, ამბობს, რომ გავიზარდე და მიხარია. მართლა ბევრი რამ ვისწავლე, ამას მე ვგრძნობ. რასაც მეუბნებიან, მინდა, რომ ყველაფერი გავითვალისწინო.

ოთო კვალიაშვილი:

- ქალბატონმა მარინამ სიმღერა საფუძვლიანად იცის, თითოეულ წვრილმანს, დეტალს, სიტყვიდან სიტყვამდე დაშორებასაც კი სწვდება. თავის საქმის უბადლო სპეციალისტია. აქამდე მეგონა, ქართული სიმღერის ხმის ტემბრი მქონდა, მაგრამ ჩემი თავი სხვაგვარად დამანახა. მის პროფესიონალიზმში იმდენად ვარ დარწმუნებული, რომ კონცერტზე რომ გამოვდივარ, მინდა, უშეცდომოდ ვიმღერო, ამისთვის მოტივირებული ვარ. თუმცა ისე ხდება, რომ რაღაც ბოლომდე ვერ მომაქვს ნამღერი და სულ იმას ვცდილობ, რომ ჩემი კარგი მხარეები ვაჩვენო.

- მგონი, 8 ქულას გიწერს ხოლმე...

- კი, 7-იც დაუწერია, თუმცა 6 არა. მოკლედ, უფრო ხასიათში უნდა ვიმღერო. მგონი, ბევრი ხარვეზი არ მაქვს, რომ ამის გამო ქულები დამაკლოს. დიდ სცენაზე არასდროს ვმდგარვარ და თვითონაც ვატყობ, სხვამაც რომ არ მითხრას, ლაივიდან ლაივამდე როგორ ნელდება ღელვა, სცენას ვეჩვევი. ყველაფერს დრო და გამოცდილება სჭირდება.

ალექსანდრე მრელაშვილი:

- მარინაზე კარგი წარმოდგენა მქონდა მანამდეც, ბავშვობიდან თვალს ვადევნები, სხვა კონკურსების ჟიურიში რომ იყო. მომწონდა მისი შეფასებები. კომპეტენტური ადამიანია. პირადად რომ გავიცანი, კიდევ უფრო მომეწონა. პროფესიონალია და ვერაფერს გამოაპარებ, საოცარი ყური აქვს.

- კონცერტზე რომ გამოდიხარ, გინდა რომ მარინა ბერიძეს მოაწონო თავი?

- ჟიურის არც ერთი წევრის თავის მოწონებაზე არ ვფიქრობ. ამ კონკურსში სცენაზე პირველად დავდექი. აქამდე ლაივებზე ისევე გავიხსენი, როგორც წინა ორშაბათს. ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი მხოლოდ ახლა შევძელი, წარმომედგინა და შესაბამისი ქულებიც დავიმსახურე. აქამდე 9 ქულას მიწერდა, წინა ჯერზე 10 დამიწერა.

სულ მეუბნება და სჯერა, რომ ყოველ ჯერზე უკეთესი ნამღერი მექნება. მეორე ლაივზე, "ჩემი აღარა ხარ, მორჩა" რომ ვიმღერე, მახსოვს თქვა, "მოიტანე" ყველაფერი გააზრებული იყოო. ამ ბოლო ჯერზე კი, ძალიან მოვეწონე, ყველაფერს ველოდი, ამის გარდაო. კარგი ადამიანია, მიყვარს, პატივს ვცემ როგორც პიროვნებას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ