ნუნუკა თამაზაშვილი "ფეისბუქზე" ძმის ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს

ნუნუკა თამაზაშვილი "ფეისბუქზე" ძმის ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე, ნუნუკა თმაზაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ძმის ქორწილში გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.

"ვულოცავ ჩემს თეოს და ლექსოს", - წერს ნუნუკა თამაზაშვილი ფოტოების აღწერაში.

ყოფილი პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი დაქორწინდა. 33 წლის თამაზაშვილმა და მისმა რჩეულმა თეო ნანავამ, ჯვარი სიონში დაიწერეს.

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის დეპუტატის და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის მეუღლე ყოფილი მოდელია. თეო ნანავა ამჟამად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომელია.