ჰოლი სმეილის საქართველოში ვიზიტი დასრულდა - რა ურჩია მწერალმა ქართველ თინეიჯერებს?

ჰოლი სმეილის საქართველოში ვიზიტი დასრულდა - რა ურჩია მწერალმა ქართველ თინეიჯერებს?

წიგნების ფესტივალის ფარგლებში, "პალიტრა L-ის" ორგანიზებით ბესტსელერის ავტორი ჰოლი სმეილი საქართველოს 6 დღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. მწერალი ქართველ თინეიჯერებს რამდენჯერმე შეხვდა, წარადგინა საკუთარი 6 ტომეულის მე-5 ნაწილი, რომელიც ქართულად სპეციალურად სმეილის ვიზიტისთვის ითარგმნა, დაათვალიერა თბილისის და ესტუმრა კახეთს, "ლიბერთნისის" დაბადების დღის წვეულებაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველ თინეიჯერებთან პირველი შეხვედრა წიგნის ფეტივალის ფარგლებში ექსპო ჯორჯიას სივრცეში გაიმართა. შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო. ქართველმა ახალგაზრდებმა დიდი სიყვარული გამოხატეს ავტორის მიმართ. თავად ჰოლი სმეილმა კი აღნიშნა, რომ მასაც განსაკუთრებით უყვარს ქართველი მკითხველი, რომელიც მუდმივად ეხმიანება სოციალური ქსელის საშუალებით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საყვარელი მწერლისთვის კითხვები დაესვათ, რჩევაც ჰკითხეს, თუ როგორ უნდა დაიწყონ სამწერლობო კარიერა. საკმაოდ ემოციური იყო ჰოლი სმეილის პასუხებიც.

"წიგნები ჩვენ გვაძლევს ძალას, გამოცდილებას, მოწყენილობიდან თავის დახსნის საუკეთესო საშუალებაა. მე პირადად 4 წლის ასაკიდან მწერლობა მინდოდა. პირველი წიგნი კი 5 წლის ასაკში დავწერე. 23 წლის ასაკში კი დავწერე საკმაოდ მძიმე ნაწარმოები, რომლის გამოცემასაც ვცდილობდი. თუმცა ამაოდ, გამომცემლები უარს მეუბნებოდნენ. შემდეგ მეგობარმა მირჩია, დამწერა წიგნი თინეიჯერობის ასაკის გამოცდილებაზე. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს მოსაბეზრებელი იქნებოდა. თუმცა მაინც დავწერე. ასე დაიბადა გიკი გოგო, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. თავიდან მეგონა, რმ წიგნს მხოლოდ ჩემი ბებია და ბაბუა იყიდიდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. 32 ენაზეა თარგმნილი და 1,1 მილიონი ეგზემპლიარია გაყიდული. მეც უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი მკითხველთან შესახვედრად. ქართველი მკითხველები კი ნამდვილად განსაკუთრებულები არიან. დიდ სიყვარულს ვგრძნობ მათგან და მეც გამორჩეულად მიყვარს. ხშირად მწერენ სოციალური ქსელის საშუალებით. ასევე, ძალიან მიყვარს "ლიბერთინსი", რომლის ფარგლებშიც ”გიკი გოგო” გამოიცა. ამ სერიამ შემოგთავაზათ წიგნები, რომელიც შთაგაგონებთ, სხვა სამყაროში გამოგზაურებთ. არ შეიკავოთ თავი, თუ თქვენც გინდათ მწერლობა. საყვარელი ავტორები იკითხეთ და გამოიყენეთ ისინი თქვენს ნაწარმოებებში. ალბათ შეამჩნევდით, რომ ჩემს რომანებში ბევრს ვხუმრობ შექსპირზე. ის ჩემი საყვარელი მწერალია. წიგნის დაწერა არასდროს არის ადრე და სცადეთ თქვენც" - ამ სიტყვებით მიმართა ჰოლი სმეილმა შეკრებილს საზოგადოებას.

ახალგაზრდების მხრიდან კი არ წყდებოდა შეძახილები, თუ როგორ უყვართ ჰოლი სმეილი. "შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე", "შენ ჩემი შთაგონება ხარ", "მადლობა, რომ სამყარო სხვა თვალით დამანახე" - ამ და მსგავსი ტექსტებით იწყებდნენ თინეიჯერები შეკითხვის დასმას.

1-ელ ივნისს 19:00 საათზე ”ბიბლუსი გალერეაში”, ასევე, საკუთარ მკითხველს შეხვდა. დათო ტურაშვილთან ერთად საზოგადოებას "გიკი გოგოს" მე-5 წიგნი ”თავდაყირა” წარუდგინა. შეხვედრა ინტერაქციული იყო. აქტიური დიალოგი შედგა მკითხველსა და ჰოლი სმეილს შორის.

ჰოლი სმეილმა ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერა თბილისი და ესტუმრა კახეთსაც, სადაც ადგილობრივ ტრადიციებს გაეცნო და სამზარეულოც დააგემოვნა.

”ქართველებმა შექმნეს ღვინო 8 000 წლის წინ, რისთვისაც მთელი მსოფლიო დღემდე უსაზღვროდ მადლიერია. მე მხოლოდ 24 საათი გავატარე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რეგიონში, კახეთში და დავაგემოვნე ღვინო, რომელსაც მიწისქვეშ თიხის ქვევრებში ამზადებენ. მინდა გითხრათ, რომ ეს არის საუკეთესო ღვინო, რაც კი ოდესმე გამისნჯავს. გარდა ამისა, აქ ამზადებენ ჭაჭას, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 60 პროცენტია და მისი დალევა ცეცხლოვანი დრაკონის გადაყლაპვას ჰგავს. ვნახე მწერლების სახლ-მუზეუმები და დიდებული ეკლესია. ყველას მოგიწოდებთ, ჩამოხვიდეთ საქართველოში და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნოთ. ესაა საუკეთესო ღვინო, რაც კი ცხოვრებაში გამისინჯავს“ - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ჰოლი სმეილმა კახეთში ვიზიტის შემდეგ საკუთარ ”ინსტაგრამ” გვერდზე.

ჰოლის სმეილი ”ლიბერთინსის” დაბადების დღის წვეულებასაც დაესწრო. 3 ივნისს გრანდიოზული წვეულება და კარნავალი ექსპო ჯორჯიას ეზოში მოეწყო. ღონისძიებაზე დაუკრა ჯგუფმა ”არა”, რომელმაც ყველასთვის საყვარელ სიმღერებთან ერთად ”ლიბერთინსის” ჰიმნიც შეასრულა. ჰოლი სმეილმა გამოავლინა ”ლიბერთინსის” გრანდიოზული გათამაშების გამარჯვებულები, მათ შორის, განსაკუთრებული პრიზის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ 2 კაციანი საგზური ბარსელონაში Beyonce & Jay Z -ს კონცერტზე.

საერთო ჯამში ჰოლი სმეილმა საქართველოში 6 დღე გაატარა. მიწვეული იყო რამდენიმე სატელევიზიო და რადიოგადაცემაში. ვიზიტის ფარგლებში ის სასტუმრო Moxy-ში ცხოვრობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი